დამატებითი პასუხი - ნეფროლოგია

კითხვა: გამარჯობა, კითხვა მაქვს. შარდის საერთო ანალიზში კეტოსხეულები არის 5,ლეიკოციტები 100,ეპითელური პრტყელი 3-5 მხ.არ. და ბაქტერია ჭარბი რაოდენობით. რაზე მიუთითებს ესყველაფერი. მაქვს ფეხების ტკივილიდა წვა, სისუტე..სისხლის ანალიზში ნორმაშია ყველაფერი მხოლოდ მომატებულია ერითროციტების დალექვის სიჩქარე. მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
ელექტროლიტების დალექვის სიჩქარესთან (ედს) დაკავშირებით უკვე გიპასუხეთ 1 მაისს, იხილეთ ბმული: https://kirurgia.ge/ask/33960/eritrocitebis-daleqvis-sichqare-
რაც შეეხება შარდის საერთო ანალიზს, იქიდან გამომდინარე, რომ შარდი ნივთიერებათა ცვლის დროს თირკმელებში სისხლის ფილტრაციის შედეგად წარმოიქმნება, ნორმის მაჩვენებელთა ზეზღვარი შესაძლოა მიუთითებდეს ამ ორგანოს პათოლოგიაზე. თუმცა, მხოლოდ ამ მონაცემებზე დაყრდნობით , დადასტურებით ამის თქმა შეუძლებელია.
უნდა მიმართოთ იმ ექიმს, რომელმაც მოგცათ რეკომენდაცია, ჩაგეტარებინათ აღნიშნული ლაბორატორიული კვლევები.
ხოლო, თუ გსურთ, მოისმინოთ სხვა სპეციალისტის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნეფროლოგთან კონსულტაციაზე. მონაცემთა შეჯერების შემდეგ შეგვეძლება დავსვათ ზუსტი დიაგნოზი და დაგინიშნოთ შესაბამისი მკურნალობა.
თუ ფეხების წვის კავშირი გამოირიცხება ამ სპეციალობასთან, დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში ჩაერთვება ანგიოლოგი. რომელთანაც კონსულტაცია უფასოა და ტარდება ყოველ ორშაბათსა და სამშაბათს, წინასწარი ჩაწერით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა