მოგესალმებით!
საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქრის ზუსტი მიზეზები უცნობია. დადგენილია, რომ თიაქარი მაშინ ვითარდება, როცა დიაფრაგმის ხვრელის ირგვლივ არსებული კუნთები სუსტდება, მუცლის ღრუს ორგანოები კი მუდმივად ისწრაფვიან, შეაღწიონ სუსტ წერტილებში. სწორედ ეს განაპირობებს გულმკერდისკენ კუჭის გადანაცვლებას.
ზოგიერთს საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი ტრავმის შედეგად უვითარდება. არის შემთხვევები, როცა ადამიანს დიაფრაგმის ხვრელის თანდაყოლილი სისუსტე აქვს ან დიაფრაგმაში არსებული ხვრელი დიდი ზომისაა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი მიზეზი, რომელიც კი მუცლის ღრუში წნევას ზრდის, შესაძლოა თიაქრის მიზეზად იქცეს. ეს შეიძლება იყოს ძლიერი ხველა ან ღებინება, ორსულობა, ასციტი ანუ მუცლის ღრუში სითხის დაგროვება, მძიმე საგნების აწევა.
თიაქრის განვითარების ალბათობა უფრო მაღალია, როცა:
● პაციენტის ასაკი 50 წელს აღემატება;
● პაციენტი ჭარბწონიანია;
● პაციენტი მწეველია.
როგორც აღნიშნავთ მკურნალობის კურსი დაასრულეთ, თუ გამოირიცხა გასტროლოგიური პათოლოგიები, მაშინ შესაძლებელია წონაში მატება, ჰორმონული დისბალანსის ბრალი იყოს, თუმცა დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა არაეთიკურია.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგელბში შემოგთავაზებთ, ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევას, 100 ლარის ნაცვლად 49 ლარად,
კვლევაში შედის:
● ენდოკრინული ქირურგის კონსულტაცია;
● ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია ელასტოგრაფიული მეთოდით;
● TSH–ის კონცენტრაციის განსაზღვრა.
გამოკვლევის შემდეგ, ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დასვამს დიაგნოზს, აუცილებლად დაგეხმარებათ და დაგინიშნავთ მკურნალობას.
აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: 5 წლის წინ მაწუხებდა კუჭი დამიდგინეს ბულბიტი და ეროზიული ნახეთქები(მაქვს საყლაპავის თიაქარი)ვიყავი 80 კილო ვიმკურნალე 3თვე მოვიმატე 35 კილო ექიმი მეუბნებოდა წამლების ბრალია სხვანაირად ვერ გიმკურნალებო მერე ისევ დაიკლებო გავიდა 5 წელი ვარ ისევ ის წონა რაც მაშინ გავხდი (115 კილო)არც დამიკლია და არც მომიმატია ვფიქრობ ჰორმონალური დარღვევა ხომ არ მოხდა რა შეიძლება მომხდარიყო ჩემ ორგანიზმში? ვის მივმართო? ვარ აქტიური და არ ვჭამ ბევრ საჭმელს მადლობა წინასწარ
პასუხი: