ვიზიტი ტრავმატოლოგთან

კითხვა: მტკივა ქვედა კიდურები , მიჭირს ფეხის სრულად გამართვა ( თითქოს ბარძაყის კუნთები დაქაჩული მაქვს. ძალიან მალე ვიღლები. თუ ცოტა დავიტვირთე გვერდები მტკივა და სუნთქვა მეკვრის. გთხოვთ მირჩიოთ რაიმე.
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ, თქვენ გულისხმობთ კიდურის მუხლის სახსარში გაშლას.
დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ, თუ რა არის თქვენი ჩივილის ზუსტი გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა ეს იყოს:
● ტენდინიტი (ძვლისა და კუნთის დამაკავშირებელი მყესის ანთება);
● მიოზიტი ( კუნთების ქსოვილების ანთებითი პროცესი);
● ართრიტი (სახსრების ანთება) ;
● ჰემართროზი (სისხლჩაქცევა სახსარში ან სახსარსშიგა ღრუში);
● ან მხოლოდ დაჭიმვა, ან ღრძობა და ა.შ.
ასევე, შესაძლებელია საქმე ეხებოდეს რევმატოიდულ ართრიტს, რომელსაც ახასიათებს სახსრების ტკივილი და შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა, რევმატოიდული ართრიტის დროს პროცესში შეიძლება ნებისმიერი სახსარი იყოს ჩართული.
მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ მიმართოთ ექიმს.
უმჯობესია დროული დიაგნოსტირებისათვის, ვიზიტი განახორციელოთ ტრავმატოლოგთან.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობას, საჭიროების შემთხვევაში კი, გადაგამისამართებთ რევმატოლოგთან.
ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციები ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა