ადამიანის გულმკერდის და მუცლის ღრუები ერთმანეთისგან გამოყოფილია დიაფრაგმით, რომელსაც ნორმაში აქვს პატარა ხვრელი, სადაც გაივლის საყლაპავი კუჭთან შესაერთებლად. კუჭის ნაწილი შეიძლება ამ ხვრელში შეძვრეს და გამოიწვიოს საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი. პატარა ზომის თიაქარი პრობლემებს არ იწვევს. დიდი თიაქრის შემთხვევაში კი ავადმყოფს შეიძლება აწუხებდეს გულძმარვა, ბოყინი,ტკივილი გულმკერდის არეში, გულისრევა. ჩივილები მძაფრდება ადამიანი წინ დახრისას , მძიმე ტვირთის აწევისას ან წოლისას, ასევე - ორსულობის პერიოდში. საყლაპავის დიაფრაგმის ხვრელის თიაქრის განვითარებას ხელს უწყობს ჭარბი წონა, თამბაქოს მოხმარება, 50 წელზე მეტი ასაკი. საჭმლის მომნელებელი სისტემის რენტგენოგრაფიით ან გასტროსკოპიით შესაძლოა, შემთხვევით აღმოჩნდეს საყლაპავის დიაფრაგმის ხვრელის თიაქარი, როცა პაციენტი გულძმარვის ან კუჭის არეში ტკივილის გამო იტარებს გამოკვლევას.
ქალბატონო მირანდა, რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს, სპეციალისტები პირველ რიგში ცხოვრების წესის შეცვლას და წონის კორექციას გვთავაზობენ. კუჭის გადავსებისგან დასაცავად საკვების მცირე ულუფების მიღება, რაციონიდან ალკოჰოლის, კოფეინის, გაზიანი სასმელების გამორიცხვა დისკომფორტს საგრძნობლად ამცირებს. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს, სანელებლებს, ციტრუსებს, დაძინებამდე 3 სთ-ის ადრე მიიღეთ საკვების ბოლო ულუფა, იძინეთ მაღალ სასთუმალზე ან საწოლის თავი 15-20 სანტიმეტრით აამაღლეთ. ეს რეფლუქსისაგან დაგიცავთ.
თუ ცხოვრების წესის შეცვლა და წონის რეგულირება საკმარისი არ აღმოჩნდა, მიმართავენ მედიკამენტურ მკურნალობას, რომელიც აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს.ანტაციდები ანუ სიმჟავის დამთრგუნველი პრეპარატები ანეიტრალებს კუჭიდან საყლაპავში გადმოსული წვენის სიმჟავეს და ამსუბუქებს გულძმარვას ,მაგრამ როგორც კი ანტაციდების მიღება წყდება გულძმარვა აღდგება. მეორე ჯგუფი პრეპარატებისა , ალფა 2 ბლოკერები (რანიტიდინი, ნიზატიდინი და სხვა) ამცირებს კუჭის მჟავე წვენის სეკრეციას. შემაწუხებელი გულძმარვისას შესაძლოა ექიმმა პრეპარატის დიდი დოზები დაგინიშნოთ. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი და სხვა) კი ყველაზე ეფექტური საშუალებებია გასტროეზოფაგული რეფლუქსის სამკურნალოდ. ისინი თრგუნავს კუჭის მჟავე წვენის სეკრეციას და აჩქარებს საყლაპავის დაზიანებული ლორწოვანის აღდგენას. მედიკამენტური მკურნალობისა და ცხოვრების სტილის შეცვლის უეფექტობის შემთხვევაში, შესაძლოა ქირურგიული მკურნალობაც გადაწყდეს. ოპერაციის დროს გულმკერდის ღრუსკენ გადანაცვლებულ კუჭს მუცლის ღრუში აბრუნებენ, ამცირებენ დიაფრაგმის ხვრელის ზომებს, აღადგენენ საყლაპავის სფინქტერს. შესაძლოა, ეს ყველაფერი ჩატარდეს სპეციალური ხელსაწყოს - ლაპაროსკოპის გამოყენებით, ასეთი ოპერაციისას კანის განაკვეთი უფრო პატარაა, ოპერაცია ნაკლებად ტრავმულია და გამოჯანმრთელებაც უფრო სწრაფად ხდება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი თანამედროვე აპარატურითა და კვალიფიციული კადრებით აღჭურვილი კლინიკაა. ცხადია,მსგავსი ოპერაციებიც წარმატებულად ტარდება.უფასო აქციის ფარგლებში შეგიძლიათ ჩაიტაროთ პროფესიონალი ქირურგის კონსულტაცია, რომელიც გადაწყვეტს, ამ ეტაპზე მკურნალობის რომელ მეთოდზე შეჩერდებით.
აქციის ფარგლებში ჩასაწერად, გთხოვთ დარეკოთ ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!