ცხვირიდან გამონადენი ბავშვებში

კითხვა: მოგესალმებით. მაინტერესებს, რისი მაჩვენებელია ის, რომ წლინახევრის ბავშვს მუდმივად აქვს გამონადენი ცხვირიდან...ექიმი ამბობს, რომ ეს არის ალერგია...მაგრამ ხომ არ შეიძლება მთელი წლის განმავლობაში ყველა სეზონზე ჰქონდეს ალერგია?
პასუხი:

მოგესალმებით!
შესაძლებელია “მთელი წლის განმავლობაში ყველა სეზონზე ჰქონდეს ალერგია” , თუ ის უკავშირდება ოთახის მტვერს, ლოგინს ,თეთრეულს, იმ სარეცხ საშუალებებს ,რომელშიც ბავშვის თეთრეული და ტანსაცმელი ირეცხება ,მცენარეებს , რომლებიც შესაძლოა სახლში გქონდეთ, საკვებს ,რომელსაც მუდმივად იყენებთ და ა.შ.
დისტანციურად გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება შეუძლებელია, მიმართეთ მკურნალ ექიმს, ჩააყენეთ საქმის კურსში, მისი პრეროგატივაა შეცვალოს ან გააგრძელოს მკურნალობის მეთოდი.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი , მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას. „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა