სავარაუდო ორსულობა

კითხვა: გამარჯობა, მაქვს 28-30 დღიანი ციკლი, ბოლოს მენსტრუაციის პირველი დღე მქონდა 11 ივნისს, ივლისში 5 და 10 დღის გადაცდენის შემდეგ გავიკეთე ტესტები ორივემ უარყოფითი აჩვენა. ახლა მაქვს პრემენსტრუალური სიმპტომები, მცირე ტკივილი მკერდის და მუცლის არეში. მენსტრუაცია ისევ არ მომსვლია, როგორ მოვიქცე?
პასუხი:

მოგესალმებით, 

ციკლის გადაცდენამდე ორსულობის დიაგნოსტიკა შესაძლებელია ვენურ სისხლში, ორსულობის ჰორმონის, ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრით, სავარაუდო ჩასახვიდან ერთი კვირის შემდეგ.

ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მობრძანდეთ გინეკოლოგთან, ჩაიტაროთ სამეანო–ულტრაბგერითი გამოკვლევა, მხოლოდ ამ მეთოდით  უნდა იქნას დადასტურებული  ორსულობა საშვილოსნოს ღრუში.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ გინეკოლოგიური აქცია + ექოსკოპიური კვლევა,  მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/article/31172/ginekologiuri-aqcia-110-laris-nacvlad-mkholod-40-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 577 05 99 00.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა