მოგესალმებით, თქვენი ჩივილების გათვალისწინებით, პირველ რიგში, ქვედა კიდურების სისხლძარღვოვანი პათოლოგია უნდა გამოირიცხოს.ქრონიკული ვენური უკმარისობა ხასიათდება ღრმა ვენების სარქველების უკმარისობით, დაზიანებული სარქველები ვეღარ ეწინააღმდეგება ვენური სისხლის უკუდინებას, იზრდება სისხლძარღვების გამავლობა, რაც კლინიკურად ვლინდება ქვედა კიდურების შეშუპებით, ტკივილით, რომელიც ძლიერდება ხანგრძლივი დგომისას და სუსტდება მოსვენების პერიოდში,ვენების ვარიკოზული გაგანიერებით და ა.შ. ქრონიკული ვენური უკმარისობის დიაგნოზი ძირითადად ეყრდნობა კლინიკურ სურათსა და ულტრაბგერით კვლევას, კერძოდ კი დუპლექს სკანირებასა და დოპლეროგრაფიას.სისხლძარღვების დუპლექს სკანირება კვლევის ორმაგ მეთოდს წარმოადგენს, რომლის დროსაც ხდება სისხლძარღვების, როგორც ტრადიციული ექოსკოპიური, ასევე ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლერის ეფექტით.
სისხლძარღვების დუპლექს სკანირება საშუალებას იძლევა ერთდროულად მოხდეს სისხლძარღვის სტრუქტურის შეფასება და მასში სისხლის ნაკადის მიმართულებისა და სიჩქარის განსაზღვრა. დოპლეროგრაფიის მეშვეობით ისაზღვრება სისხლის ნაკადის ცვლილებები, რაც თავის მხრივ დაკავშირებული შეიძლება იყოს სისხლძარღვების სპაზმთან, სტენოზთან, თრომბოზთან. ვლინდება სისხლძარღვოვანი ანომალიები, ათეროსკლეროზული ბალთების არსებობა, სისხლძარღვის დაზიანების ხარისხი და სხვა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ უპრეცედენტო აქციას : ანგიოლოგის კონსულტაციასა და სისხლძარღვების დოპლეროგრაფიას უახლესი თაობის ექოსკოპიის აპარატ Toshiba Aplio-500-ზე 125 ლარის ნაცვლად 45 ლარად, ასევე, საჭიროების შემთხვევაში (ექიმი ანგიოლოგის გადაწყვეტილებით) უფასოდ კომპიუტერულ ტომოგრაფიას ანგიორეჟიმით, უახლესი თაობის, 160 შრიან Toshiba Aquilion Lightning SP -აპარატზე. აქცია ძალაშია ყოველ პარასკევს.
აქციის ფარგლებში ჩასაწერად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25 გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: ტკივილი მაქვს მუხლის უკანნა მხარეს მარჯვენა ფეხი დალიან მტკივა მარცხენა ოდნავ მაინტერესებს თუ შეიძლება თქვენთან გამოკვლევა რა არის და თანხა რამდენი იქნება
პასუხი: