კითხვა: მოგესალმებით,3 წელია მაქვს შემდეგი სახის სიმპტომები.ზოგჯერ სისტემატიურად და შედარებით ნაკლებად მაგრამ მაინც,მწბინდება მხედველობა მიჭირს ფოკუსირება საგნებზე. კადრის გაორება,არტრიული წნევის ცვალებადობა,თავბრუსხვევა.ვარ სპორტსმენი კერზოდ ბოდიბილდერი და როდესაც პირვეკად თითქმის დაცემამდე და მეხვა თავბრუ შევამჩნიე რომ რამოდენიმე საათის წინ ცილოვანი საკვების დიდი პორცია მქონდა მიღებული,დაბალ ნახშირწყლოვან დიეგუს დროა,შემდეგ ისევ მსგავსად გამიმეორდა.ახლა კი ვატყობ რომ როგორც კი საკვებში ცილის შემცველობას ვუმატებ,თუნშაც მიზერულად მეწყება აღნიშნული სიმპტომები,ხან ნევროზზე მკირნალობდნენ ხან რა ხან რა მაგრამ მოკლედ საშველი არ დაადგა არაფერს,შევამჩნიე რომ როცა ვშიმშილობ კარგად ვგრძნობ თავს მაგრამ როდემშე გაგრძელდება შიმშიჭობა ცილის გარეშე მოვკვდები,აღმოვაჩინე დაავადება ურემია რომლის სიმპტიმწბიც თითქმის 100% ით ემთხვევა ჩემსას,რას მირჩევთ რით დავაზუზტო ეს ჩემი მოსაზრება,რა ანალიზით ან რა სახის პროფილაქტიკას შეიძლება რომ მივმართო.თირკმელზე ვიცი რომ კენჭები მაქვს და ცოტა მქონდა კრეატინინი მომატებული მაგრამ ფაქტია რაღა ცაა ვერ ინელებს ორგანიზმი და თქვენი რჩევა მაომტერესებს თოეწ დამტანჯეს უკვე
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც თავადაც გაეცნობოდით ინფორმაციას, ურემია ეს არის თირკმლების დაავადების დროს ორგანიზმის თვითმოწამვლა თირკმელების მიერ მავნე ნივთიერებათა გამოყოფის უნარის დაქვეითების გამო.
არსებობს ურემიის ორი ფორმა:

  • აზოტემიური;
  • ეკლამფსიური.

ძირითად საშიშროებას წარმოადგენს ორგანიზმის დაავადება აზოტის ნაერთებით, რამაც საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.
ამიტომ აუცილებელია, დროულად მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
დაავადების დიაგნოსტირებისთვის საჭიროა შემდეგი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები:

  • შარდის საერთო ანალიზი;
  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • შარდ-სასქესო გზების ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • შარდის ბუშტის და თირკმელების კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია;
  • რენტგენოგრაფია.

შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს კლინიკაში უროლოგს, რომელიც შეკრებს ანამნეზს და დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს, რის შემდეგაც დადგინდება თქვენი ჩივილის გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
ვიზიტისას შესაძლოა, დიაგნოსტირებაში ჩაერთოს ნეფროლოგი.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა