მოგესალმებით,
საშვილოსნოს ყელის ეროზია საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დეფექტია, რომელიც მის საშოსმხრივ ნაწილზეა განლაგებული. როდესაც აქ არსებული ბრტყელი მრავალშრიანი ეპითელიუმი ამა თუ იმ მიზეზით დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის და ჩამოიფრცქვნება, დაზიანებულ ზედაპირზე ჩნდება დეფექტი, წყლული, რომელსაც ეროზიას უწოდებენ.
ხოლო, პაპ-ტესტი ანუ პაპანიკოლაუს ტესტი მნიშვნელოვანი სკრინინგული კლევაა საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის. ზოგჯერ მას უწოდებენ ასევე ცერვიკალურ ნაცხს ციტოლოგიაზე, ონკოციტოლოგიაზე. იგი ხელმისაწვდომი, მარტივი და უმტკივნეულო მეთოდია და საშუალებას გვაძლევს, ადრეულ სტადიაში აღმოვაჩინოთ საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე მდგომარეობა ან კიბო, რაც, თავის მხრივ, საწინდარია დროული მკურნალობისა და დაავადების პროგრესირების შეფერხებისა.
დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ.
გასაგებია თქვენი მდგომარება, თუმცა აუცილებელია მიმართოთ იტალიაში გინეკოლოგს, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
თუ სამშობლოში დაბრუნებისას, კვლავ აქტიური იქნება თქვენი პრობლემა, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან კონსულტაციაზე.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ..მაქვს ეროზია და ყოველთვის ვაკონტროლებ ეხლა ვგრძნობ რომ კიდე სამკურნალო ვარ მაგრამ სამწუხაროდ იტალიაში ვარ...აქ ვერ მივდივარ ექიმთან და იქნებ მირჩიოთ რა გავიკეთო აქაური წამლების სახელები არ ვიცი მანდ სისხლის ანალიზი ავიღე და ამპისიდი უხდება ჩემს ორგანიზმს და როცა შემაწუხებდა ვიკეთებდი გინოტრანფორტეს სანთლებს და ბეტადინის გამორეცხვებსაც ვიკეთებდი...გთხოვთ დამეხმაროთ და მირჩიოთ რამე..შვილი არ მყავს და არ მირჩია ექიმმა მოწვა ან მოყინვა და დამტანჯა.არც სისხლიანი გამონადენი მაქვს არც სექსუალური ცხოვრებისდროს მტკივა.ეხლა მაქვს ანთება და ბავშობიდან მაქვს გამონადენი მესტრუაციაც საათივით მაქვს ოღონდ წინადღეებში ყავისფერი გამონადენი მაქვს და მერე ჩვეულებრივად მაგრამ ეხლა შედედებული სისხლიც მოყვებოდა..ისე ჰერპესის ვირუსი დამიდგინდა და ამაზედაც ვმკურნალობდი...
პასუხი: