ადენომა

კითხვა: გამარჯობა, მამოლოგთან ვიზიტის დროს ეხომ დამიწერა მარცხენა მკერდის არამკაფიო თანაბარკონტურიანი ცხიმოვან-ქსოვილოვანი შენების ადემო-ლიპომის ჩანართი 8მმ ვარ 27წლის პერიოდულად კვანძი მატულობს კრიტიკული დღეების წინ და იკლებს შემდგომ, ტკივილიც ქრება.დამინიშნეს პერიკასტუსი და პროტესოლი მაინტერესებს რასთან მაქვს საქმე თქვენ მაინც რომ გამარკვიოთ და ჩემი ეს ჩივილი შეიძლება თუ არა საშვილოსნოდან იყოს გამოწვეული რადგან ტკივილი აქაც მაწუხებს ხოლმე ასე მგონია ერთმანეთთან კავშირშია მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით!
სარძევე ჯირკვლის ადენომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა. ვითარდება ჯირკვლოვანი ელემენტების პროლიფერაციის შედეგად. კარგად შემოსაზღვრული, მოძრავი, რბილ-ელასტიკური კონსისტენციისაა. ხანდახან სიმსივნის შიგნით წარმოიქმნება კისტა. ამ შემთხვევაში იყენებენ ტერმინს "ცისტადენომა". ასეთი რამ ხშირია ახალგაზრდა ქალებში.
პალპაციით ისინჯება როგორც გლუვი, მკვეთრსაზღვრებიანი, მრგვალი ან ოვალური წარმონაქმნი, რომელიც ზეწოლისას თავისუფლად გადაადგილდება სარძევე ჯირკვლის ქსოვილში.
ძუძუს კისტა უმთავრესად კვანძოვანი ან დიფუზური მასტოპათიის ფონზე ვითარდება. შეიძლება იყოს როგორც ერთეული, ასევე მრავლობითი. დიაგნოსტირება უმეტესად ულტრაბგერითი გამოკვლევითა და ასპირაციული ბიოფსიით ხდება.
სარძევე ჯირკვლის ლიპომა ძალზე იშვიათი დაავადებაა. ეს რბილი, მკვეთრსაზღვრებიანი სიმსივნეა. საჭიროა მისი დიფერენცირება ფიბროადენომისა და კისტისგან. ის ძალიან იშვიათად ტრანსფორმირდება ავთვისებიან სიმსივნედ - ლიპოსარკომად. თითოეული ამ დაავადების გამოსავლენად დიდი მნიშვნელობა აქვს ძუძუს თვითგასინჯვას. ყოველგვარი ცვლილების აღმოჩენისას ქალმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს სპეციალისტს.
შესაძლებელია გინეკოლოგიური ტკივილები ადენო–ლიპომადან გამომდინარეობდეს, დისტანციურად რაიმე მითითებას ვერ მოგცემთ.
მობრძანდით ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც უშუალო ვიზიტისას ექიმი შეგირჩევთ მკურნალობის ინდივიდუალურ მეთოდს.
უფასო საკონსულტაციო დღეებია სამშაბათი და შაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 05 99 00.
„ახალ სიცოცხლეში“ ასევე გვყავს მამოლოგიც, რომელთან ვიზიტიც აუცილებლად იქნება საჭირო თქვენი მდგომარეობის შესაფასებლად .თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა