გულმკერდის დახურული ტრავმა

კითხვა: ჩემი მეუღლე გადმოვარდა სიმაღლიდან მიიღო დაბეჟილობა 1კვირის მერე სიცხეები ქონდა ექიმმა ცალ ფილტვზე პატარა ანთებააო სვა ტაბლეტები არ უშველა მივედით ისევ და ეხო გადავიღეთ სითხე ქონდა მარცხენა სივრცეში100გრ ვიკეთეთ ნემსები პეო 1კვირა ისევ ისეა ეს სითხე გემოგლობინი აქ მაღალი ნორმაზე და ქოლესტერინიც იტკივებს გულის მხარეს საღამოობით სიცხე აქ 37 მერე უვლის თავისით რას მეტყვით ექიმო მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,ძალიან რთულია დისტანციურად გაგცეთ პასუხი, შევეცდებით დაგეხმაროთ. დაჟეჟილობა არის ქსოვილთა მექანიკური დაზიანება კანის მთლიანობის დარღვევის გარეშე. დარტყმის ძალისა და ტრავმის ლოკალიზაციის მიხედვით წარმოიქმნება სხვადასხვა სიმძიმის დაჟეჟილობები: დაწყებული მცირედან, რომელიც არ იწვევს ფუნქციის დარღვევას, და ფართო დაზიანებები, რომლებიც სახიფათოა სიცოცხლისათვის (მაგალითად, ტვინის, გულის, მუცლის დაჟეჟილობა შინაგანი ორგანოების დაზიანებით). სიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილი, შეშუპება, სისხლჩაქცევა.

თქვენ აღნიშნეთ, რომ მარცხენა ფილტვში სითხის დაგროვებაა,რაც იმაზე მიანიშნებს,რომ გულმკერდის დახურულმა ტრავმამ გამოიწვია ანთებითი ცვლილებები ფილტვსა და პლევრის ღრუში .
ფილტვებში სითხის დაგროვების სხვა მიზეზები შესაძლოა იყოს მიოკარდიუმის დაავადებები (მიოკარდიტი, კარდიომიოპათია, ათეროსკლეროზი და პოსტინფარქტული კარდიოკლეროზი),ან გულის მრავლობითი დეფექტები: (აორტის სტენოზი, ინტერვენტრიკულური სეპტალური დეფექტი, მიტრალური სტენოზი და სხვ.). პირველ რიგში უნდა გაიაროთ კონსულტაცია კარდიოლოგთან და თუ გამოირიცხა მიოკარდიუმის პრობლემები, ამის შემდეგ ექიმი გადაგამისამართებთ პულმონოლოგთან. კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრული კარდიოლოგიური გამოკვლევა 166 ლარის ნაცვლად 99 ლარად. გამოკვლევაში შედის:
1. ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია
2. ექოკარდიოგრაფია
3. ელექტროკარდიოგრაფია
4. სისხლში გლუკოზის გამოკვლევა
5. ლიპიდურისპექტრი
6. კრეატინინი

აქცია ძალაშია ყოველ ხუთშაბათს, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა