კითხვა: ვარ 54 წლის...მენოპაუზის პერიოდში,ძალიან მაწუხებს ალები ,შესაბამისად ოფლიანობა.ღამე რამდენჯერ წამომაგდებს ლოგინიდან.ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის დღისითაც...იქნებ მირჩიოთ რამე?წინასწარ გიხდით მადლობას
პასუხი:

მოგესალმებით,
მენოპაუზა ის პერიოდია, როდესაც საკვერცხეების ბიოლოგიური სიცოცხლე დასასრულს უახლოვდება, ამის კვალობაზე, მცირდება ჰორმონების გამომუშავება, ესტროგენისა და პროგესტერონის დონე კლებულობს და კვერცხუჯრედების რეგულარული მომწიფების პროცესი ირღვევა. ეს, ჩვეულებრივ, 42-დან 55 წლამდე ასაკში ხდება.
მენოპაუზით განპირობებული ჰორმონული ცვლილებები შესაძლოა ისეთი ფსიქოვეგეტატიური დარღვევების მიზეზად იქცეს, როგორებიცაა:

  • ოფლიანობა;
  • ძილის დარღვევა;
  • დეპრესიული მდგომარეობა;
  • ადვილად აგზნება;
  • შფოთვა;
  • თავბრუსხვევა;
  • გულისცემის აჩქარება.

მიჩნეულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება სამი ძირითადი მექანიზმით არის შესაძლებელი, ესენია:

  • ჰორმონების დეფიციტის შევსება;
  • ჯანსაღი, დაბალანსებული კვება;
  • საკმარისი ფიზიკური აქტივობა.

შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ, დაგინიშნავთ საჭირო მედიკამენტებს თქვენი ჩივილების შესამცირებლად.


სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა