კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს როცა დიდი ზომის საშვილოსნოს და შესაბამისად საშვილოსნოს ყელიც დიდი ზომის თუ შეიძლება დაორსულდეს ქალი? და კიდევ ასეთ შემთხვევაშიც აუცილებელია მანდამაინც ოპერაცია და საშვილოსნოს ამოღება?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად საშვილოსნოს ზომა არანამშობიარებ ქალში არის:

  • სიგრძე- 6-8 სმ;
  • განივი ზომა_ 5 სმ+/-1-2 სმ;
  • წინა- უკანა ზომა - 4 სმ +/- 1-2 სმ.

ზოგადად, შვილოსნობა შეუძლ;ებელია, როდესაც საშვილოსნო გამოხატულია ერთგვარი რქის სახით ან თუ, საშვილოსნოს სამივე შრე არ არის განვითარებული.
თქვენს შემთხვევაში დასაზუსტებელია კიდევ ბევრი ნიუანსი, რაც მიმოწერის რეჟიმში შეუძლებელია.
21 საუკუნეში უშვილობის პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა არსებობს.
მობრძანდით ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ , გაიარეთ კონსულტაცია ექიმ–გინეკოლოგთან, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დასახავს თქვენი პრობლემის მოგვარების გზებს.

გვაქვს გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეები, სამშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა