მოგესალმებით,
ჩვენს კლინიკაში ტარდება ნებისმიერი სირთულის ყბა–სახის ოპერაცია ტრადიციული, ღია წესით. თუმცა მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც კლინიკაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაინერგა ენდოსკოპიური მეთოდია.
ეს არის რევოლუციური მიღწევა სანერწყვე ჯირკვლების დაავადებათა მკურნალობაში. მინიინვაზიური ჩარევით შესაძლებელია სანერწყვე ჯირკვლის, სადინრის კენჭოვანი დაავადებების და სხვა პათოლოგიათა მკურნალობა.
სიალოენდოსკოპია წარმოადგენს უახლეს კვლევით მეთოდს, როდესაც ექიმი ვიზუალურად აფასებს სანერწყვე ჯირკვლის სადინარს, პარენქიმას და სტრომას.
შესაძლებელია სანერწყვე ჯირკვლის კენჭის სრული ან ნაწილობრივი მოცილება , ასევე ლითოტრიფსია (დაშლა), შემდგომ ჯირკვლის სანაცია.
ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია კი შესაძლებელია მანიპულაციის დასრულებიდან ერთ საათში.
პაციენტი ინარჩუნებს სანერწყვე ჯირკვალს, რომლის ფუნქციებიც აღდგენადი ხდება.
რაც შეეხება ღირებულებას, დამოკიდებულია ბევრ ნიუანსზე, რომელიც საჭიროებს უშუალოდ სპეციალისტისაგან დაზუსტებას.
ამიტომ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ყბა–სახის ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს, ექიმი კი მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ,ვიზიტის დროს ადგილზე გადაწყდება ჩარევის მეთოდი – ღია თუ ენდოსკოპიური მეთოდით ოპერაციის ჩატარების უპირატესობის საკითხი .
უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა,მაინტერესებს თქვენთან კეთდება თუ არა ოპერაცია სანერწყვე ჯირკვალი აქვს დაბლოკილი,დანიშნულებამ არ უშველა და ექიმმა გადაწყვიტა ოპერაციის გაკეთება, მაგრამ არ ვიცით საქართველოში თუ კეთდება ეს ოპერაცია.დამეხმარეთ ძალიან გთხოვთ,მადლობ წინასწარ.
პასუხი: