ალცჰაიმერის დაავადება

კითხვა: გამარჯობა დედაჩემს აქ ავადმყოფობა რომლის სახელი არ ვიცი ექიმებმა თავის ტვინის ნაადრევი სიბერე უწოდეს ახლა ფსიქოტროპულ წამლებზეა რამდენიმე წელია.მაინტერესებს რა გამოკვლევები უნდა ჩატარდეს რომ შვილებმა მაინც ავიცილოთ ან გავარკვიოთ გვაქ თუ არა ეგ ავადმყოფობა
პასუხი:

მოგესალმებით,სავარაუდოდ, საუბარი გაქვთ ალცჰაიმერეს დაავადება ცენტრალური ნერვული სისტემის უკურნებელი დეგენერაციული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ცნობიერებითი უნარების: მეხსიერების, მეტყველების, ლოგიკური აზროვნების, - თანდათანობითი დაკარგვა. ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი იმატებს 65 წლიდან. მიუხედავად იმისა, რომ აქვს საერთო პოპულაციის შედარებით მცირე ნაწილს, ეს დაავადება ხანდაზმულთა ჭკუასუსტობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.
ალცჰაიმერის დაავადების ზუსტი მიზეზი უცნობია. ჩვეულებრივ, მას უკავშირებენ:
● დიდი რაოდენობით ნერვული უჯრედის დაზიანებას;
● ნერვული იმპულსების გადაცემისთვის აუცილებელი ნივთიერების უკმარისობას;
● მემკვიდრეობას (გენეტიკურ განწყობას);
● ტოქსიკური ლითონებით მოწამვლას;
● თავის ტვინის ტრავმას;
● ტვინის სიმსივნეს;
● ჰიპოთირეოზს.
● ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომებია:
● გულმავიწყობა, წარსული მოვლენების გახსენების უუნარობა, რომელიც
● თანდათანობით პროგრესირებს;
● ნაცნობი საგნების შეცნობის უუნარობა;
● ემოციური მოშლილობა, დეპრესია, მოუსვენრობა;
● დეზორიენტაცია;
● აპათია (განურჩევლობა) ირგვლივ მყოფი საგნების, ხალხისა და მოვლენებისადმი.
● ჰალუცინაციები, ბოდვითი იდეები;
● ნაცნობების ცნობის უუნარობა, უახლოესი ნათესავებისაც კი;
● მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგალითად, დამახასიათებელი ფლატუნი;
● დამოუკიდებელი აზროვნებისა და მოძრაობის უნარის დაკარგვა;
● ზოგიერთ შემთხვევაში - კრუნჩხვების განვითარებაც.
დისტანციურად კვლევების რჩევა ჩვენი მხრიდან არაკორექტულია. რეკომენდაციებისათვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, ნევროლოგს ან ფსიქიატრს კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაცია, ყოველ პარასკევს.
უშუალო კონსულტაციის შემდეგ, იგი შეკრებს თქვენს ანამნეზს და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ შემდგომ გამოკვლევებს.
წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა