ჭიპის თიაქარი

კითხვა: ერთი თვე იქნება შევნიშნე ჭიპის გვერდით მარცხენა მხარეს ხელის გულის ოდენა სიმრგვალე გამოიკვეთა. განსაკუთრებით დილით უჭმელზე მეტყობა. ხელის დადებით სიმაგრე არ შეინიშნება მაგრამ მუდმივად მაქვს. არ მტკივა. . შესაძლებელია თუ არა ეს თიაქარი იყოს
პასუხი:

გამარჯობა! თიაქარი ვითარდება მაშინ, როდესაც სხეულის შინაგანი ნაწილი დასუსტებული კუნთის კედლის საშუალებით მის ახლომდებარე ქსოვილში ჩადის. ძირითადად ადამიანის კუნთები საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ დააკავოს ორგანოები და ნაწლავები თავის ადგილზე, მაგრამ თუ სადმე არის სუსტი ადგილი შეიძლება განვითარდეს თიაქარი. ჭიპის თიაქრის დროს, ჭიპთან უმტკვინეულო ამონაზარდი ჩნდება. ეს ამონაზარდი შეიძლება გაიზარდოს სიცილის, ხველების, ტირილის და ჭინთვის დროს და შეიძლება შემცირდეს დაწოლის ან მოსვენების დროს.
უმეტეს შემთხვევაში, თიაქარი ვითარდება ახალშობილ ბავშვებში,განსაკუთრებით ნაადრევად დაბადებულებში. თუმცა ჭიპის თიაქარი მოზრდილებსაც შეიძლება დაემართოთ და მკურნალობის გარეშე, დროთა განმავლობაში, როგორც წესი უარესდება.
თქვენ შემთხვევაში , გირჩევთ მიმართოთ ზოგად ქირურგს,რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ მოგცემთ სათანადო მითითებებს და საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ სხვა სპეციალისტთან.
ასევე შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი კლინიკის აქცია,რომელიც გულისხმობს ზოგადი ქირურგის უფასო კონსულტაციას და აქცია მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა