მენორაგია

კითხვა: დიდი ხანია მაწუხებს ჭარბი მენსტრუაცია, რის გამოც მემართება ანემია და დაქვეითებული მაქვს იმუნიტეტი.გინეკოლოგმა მიიჩნია რომ ეს ყველაფერი ვენური პრობლემების ბრალია-მთელი საშვილოსნო და მცირე მენჯის ღრუ მთლიანად დაღარული მაქვს სისხლძარღვებით. სხვა ყველაფერი გამოვრიცხეთ.ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ ანგიოლოგთან ვიზიტსა და გამოკვლევას,სავარაუდოდ ვერც უახლოეს მომავალში მოვახერხებ.მაინტერესებს რაიმე პრეპარატი შეიძლება მივიღო? მაგ. ვენოდიოლი ან რაიმე მსგავსი შეღავათისთვის? მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
არსებობს მენსტრუალური ციკლის დარღვევის სხვადასხვა ტიპი, თქვენს შემთხვევაში საქმე გვაქვს ჭარბ მენსტრუაციასთან – მენორაგიასთან.
მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზი შესაძლოა იყოს ავიტამინოზი, ხშირი დიეტა, ჰორმონული დარღვევა, ფსიქიკური ტრავმა, ინფექციური დაავადება, გინეკოლოგიური ჩარევა, ღვიძლის დაავადება, სიმსუქნე, საშვილოსნოს არასწორი მდებარეობა, ე.წ. სპირალი, სისხლძარღვთა დაავადებები, არანაკლებ როლს ასრულებს გენეტიკური განწყობაც.
გასაგებია თქვენი მდგომარეობა, თუმცა გთხოვთ, თავი აარიდეთ თვითმკურნალობას, რადგან შესაძლოა გამოიწვიოთ მდგომარეობის გაუარესება.
მიმოწერის რეჟიმში პრეპარატებზე მითითებას ვერ მოგცემთ.
შეგვიძლია, შემოგთავაზოთ უფასო კონსულტაცია ანგიოლოგთან, რომელიც ტარდება ყოველ ორშაბათსა და სამშაბათს, წინასწარი ჩაწერით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა