რევმატოიდული ართრიტი

კითხვა: მაქვს რევმატოიდული ართრიტი და მინდა ისეთი წამლის მიღება რომელიც გულს არ ამიჩქარებს, სუნთვას არ შემიკავებს, კუჭს არ ამატკივებს და ა.შ კუჭის დამცავი რა შეიძლება მივიღო/ და წამალიც მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ჩვენთვის ცნობილია რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის მედიკამენტური მეთოდები ,თუმცა თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ვერ დავასკვნით რომელი მედიკამენტი გიჩქარებთ გულს ან იწვევს სუნთქვის გაძნელებას .ცხადია ,შეიძლება გირჩიოთ კუჭის დამცავი საშუალებანი ,ვინაიდან ზოგადად რევმატოიდული ართრიტის დროს დასანიშნი პრეპარატების უმეტესი ნაწილი იწვევს გასტრიტის მოვლენებს .ასეთი პრეპარატების ჯგუფში შედის ჰისტამინის ჰ2 ბლოკატორები,პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები და ლორწოვანის შემომგარსავი საშუალებები .
თითოეული მათაგანის სახეობის ან კომბინაციის დანიშვნა კი მკურნალი ექიმის პრეროგატივაა და დაკავშირებულია პაციენტის ინდივიდუალურ თავისებურებებთან ,რომლის დისტანციაზე შეფასება შეუძლებელია .
გირჩევთ მიმართოთ ექიმ –რევმატოლოგს ,რომელიც თქვენი მდგომარეობის ობიექტური შეფასების შემდეგ შეძლებს ადექვატური მკურნალობის დანიშვნას .
ამ ეტაპზე, აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ სამწუხაროდ ამ მომსახურებას ვერ შემოგთვაზებთ.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა