ტკიპის ნაკბენი

კითხვა: ბავშვს დღეს უკბინა ტკიპამ, ეტყობა ნესტარი ჯერ ღრმათ არ ჰქონდა ადვილად ამოვარდა, ნაკბენი დავამუშავეთ იოდით, არც დაუწითლდა, არც დაუსივდა, მაგრამ მაინც ძალიან მეშინია, კიდევ რა გავაკეთოთ? იქნებ წამლების მიცემაც აუცილებელია
პასუხი:

მოგესალმებით,
ნებისმიერი ტკიპის ნაკბენი რისკის შემცველი არ არის, ანუ ყველა ტკიპით დაინფიცირება არ ხდება.
დიაგნოსტიკის მიზნით, უნდა მიმართოთ ინფექციონისტს, სპეციალიზირებულ დაწესებულებაში.
მანამდე კი, გირჩევთ თავი აარიდოთ დამოუკიდებლად ბავშვისთვის პრეპარატების დანიშვნას.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა