ოსტეოქონდროზი

კითხვა: გამარარჯობა.მაქვს დადგენილი ოსტეოხონდროზი და რამოდენიმე მალა ჩაკეტილი.ამ ერთი წლის განმავლობაში მაწუხებდა კუდუსუნი რომელიც შესიებული მაქ და პერიოდულად მიხურდება ტკივილი გამუდმებით მაქვს, გადავიღე რენდგენი და მითხრეს რომ კუდუსუნის ძვალი დეფორმირებული მაქ დამინიშნეს მკურნალობა რომ ტკივილები აღარ მქონოდა მაგრამ შედეგი არ გამოიღო და მაგნიტო რეზონანსული გად ავიღე რომ გამეგო რა იყო მითხრეს რომ ხერხემლის გაუწყლოვება და კიდევ ათასი რაღაც ამის შემდეგაც ვიმკურნალე გავიკეთე ნემსები დამინიშნეს მაზები მაგრამ მაინც მტკივ აჯდომით ვერ ვჯდები და ვერც ფეხზე ვერ ვდგავარ დიდიხანი იქნებ ჩემი მონაწერიდან გამომდინარე მითხრათ რა შეიძლება იყოს რომ ასე გამუდმებით მტკივა.წინასწარ დიდი მადლობა!
პასუხი:

მოგესალმებით! თანამედროვე სამყაროში ზურგისა და წელის ტკივილს „ცივილიზაციის დაავადებას“ უწოდებენ. ამ პროცესში ჩართულია ხერხემლის სხვადასხვა სტრუქტურა: მალთაშუა დისკები, სახსრები, მყესები და კუნთები; ცვლილებათა შედეგად ღიზიანდება ამ სტრუქტურებზე პასუხისმგებელ ნერვთა რეცეპტორები და ხერხემლის ტკივილი იჩენს თავს. დისტანციურად დიაგნოზის დასმა კონსულტაციის გარეშე ჩვენი მხრიდან ფიზიკურად შეუძლებელია. ჩვენს კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაცია ყოველ პარასკევს. ჩასაწერად დაგვიკავშირდით 577 119 119 ან 202 25 25. თუ გადაწყვეტთ, რომ ისარგებლოთ ამ აქციით, თან იქონიეთ ჩატარებული კვლევების პასუხები. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა