რევმატიული ტკივილები

კითხვა: ვარ 39 წლის მყავს 2 შვილი , ძალიან მაწუხებს სახსრები მშობიარობის შემდეგ უფრო, მაქვს წნევები ვიღებ მარეგულირებელს რა თქმა უნდა ექიმის გამოწერილს. შეიძლება თუ არა ეს იყოს კალცის ნაკლებობით გამოწვეული რადგანაც კბილებიც მემტვრევა ადვილად, რა შეიძლება ამ დროს კალცის პრეპარატი თუ შეიძლება მირჩიეთ.
პასუხი:

მოგესალმებით!
სახსრების ტკივილი რევმატულ დარღვევებს მიეკუთვნება. ამ ტიპის დარღვევების დროს ზიანდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი: სახსრები, ძვლები, კუნთები. ტკივილი სხვადასხვა ასაკში ვითარდება, თუმცა ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში და უმეტესად ასაკოვანთა ხვედრია. სახსრების ტკივილი გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს. თუ შეგრძნება ძლიერი და ხანგრძლივია (კვირაზე მეტხანს გრძელდება), ერთვის შეშუპება, სახსრის მიდამოს სიწითლე, ადგილობრივად ტემპერატურის მომატება.
ტკივილს სახსრებში იწვევს მთელი რიგი მიზეზები, როგორიცაა სიმსუქნე, გენეტიკური წინასწარგანწყობა, ასაკი, სახსრების ტრავმა, ჩონჩხის თანდაყოლილი დისპლაზიები, სახსრის ფუნქციური გადატვირთვა და ოსტეოართროზი. უმჯობესია გაიაროთ რევმატოლოგთან კონსულტაცია,რომელიც ობიექტურად შეაფასებს მდგომარეობას და გაგცემთ კორექტულ პასუხს.
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე აღნიშნული ექიმი არ გვყავს კლინიკაში.
დისტანციურად პრეპარატების რჩევა ჩვენი მხრიდან არაპროფესიული და არაეთიკურია.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა