პოზიტრონემისიური ტომოგრაფია

კითხვა: მოგესალმებით. ჩემი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში. რა ღირს გამოკვლევა ე.წ. პეტის აპარატზე? მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში , ჯერ–ჯერობით პეტ აპარატი და შესაბამისად მისი კვლევა არ გვაქვს , თუმცა გაიხსნა ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული რადიოთერაპიის დეპარტამენტი ,სადაც პაციენტებს საშუალება აქვთ მზრუნველ გარემოში მიიღონ ინდივიდუალიზირებული და უმაღლესი ხარისხის ონკოლოგიური მკურნალობის სრული სერვისი.
ახალი დეპარტამენტი სულ რაღაც ერთი არასრული თვეა მუშაობს და უკვე მკურნალობას იტარებს 19 პაციენტი ,ხოლო შედეგები შთამბეჭდავია .
რადიოთერაპია ტარდება Varian-ის ფირმის TrueBeam და VitalBeam სხივური ამაჩქარებლებით. პაციენტების დაგეგმარება კი ხდება კომპიუტერულ ტომოგრაფზე Toshiba Aquilion Large Bore CT–ზე .
რაც შეხება თქვენთვის საინტერესო PET სკანირებას ,ისიც მალე იქნება ჩვენი კლინიკის არსენალში .
საქართველოს მოქალაქეები ხშირად მიემგზავრებიან საზღვარგარეთ, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა საკმაოდ ძვირადღირებულია. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ეს პროექტი მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, რომ საქართველოში იმკურნალონ და ორჯერ ან სამჯერ ნაკლებ ფასად ისარგებლონ ონკოლოგიაში არსებული ყველა იმ თანამედროვე მეთოდით, რის გამოც უცხოეთში გამგზავრება უწევდათ.
ჩვენი მიზანია, რომ პაციენტებმა სრული ონკოლოგიური მომსახურება მიიღონ სამშობლოში.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა