პლანტარული ფასციიტი

კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებს მაქვს ქუსლებზე გამოსული დეზები თუ იკურნება ან თქვენ თუ კურნავთ?
პასუხი:

დეზი, იგივე პლანტარული ფასციიტი, არის ქუსლის არეში ფასციის დაზიანების და ანთების შედეგად წარმოქმნილი გაძვალებული ქსოვილი, რომელსაც ზეწოლით ახლავს ძლიერი ტკივილი. ტერფის არეში არსებული ტკივილის აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამ მიზეზითაა გამოწვეული. გაშუქებით მოჩანს ძვლოვანი წანაზარდი ქუსლის ძვლის .მისი გამომწვევი მიზეზი მრავალია, მათ შორის : ნივთიერებათა ცვლის მოშლა, ტრავმა, ბრტყელტერფიანობა და ა.შ.გარდა მნიშვნელოვანი დისკომფორტისა, დაავადება იწვევს გაუსაძლის ტკივილს, რომელიც უფრო ძლიერია დილაობით, აგრეთვე ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ ,სიარულის დაწყებისას, განსაკუთრებით კიბეზე ასვლისას.სამწუხაროდ, პრობლემა საკმაოდ რთულად ექვემდებარება მკურნალობას, რის გამოც მისი მკურნალობისათვის მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას , თუმცა ასევე მედიკამენტური მეთოდით ხდება მკურნალობა.
ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ როგორც კონსერვატული, ასევე ქირურგიული მკურნალობა. ობიექტური დათვალიერების შემდეგ,ექიმი თავად გადაწყვეტს ექვემდებარება თუ არა ქუსლის დეზი ლაზერულ დაშლას და საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ სპეციალიზებულ კლინიკაში.
ექიმ ირაკლი ფერაძესთან უფასო კონსულტაცია შეგიძლიათ ჩაიტაროთ ყოველ ორშაბათს.
წინასწარი ჩაწერისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა