მოგესალმებით,
ბატონო ამირან, ვეცადეთ თქვენთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, იმდენად ამომწურავად გვეპასუხა, რამდენადაც ამას დისტანციურ რეჟიმში მოვახერხებდით.
მოგახსენეთ, რომ განასხვავებენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ეზოფაგიტებს და მკურნალობის მეთოდი არის კონსერვატიული და რა თქმა უნდა ინდივიდუალური.
დისტანციურ რეჟიმში, თქვენზე მორგებულ მკურნალობის მეთოდს ვერ დაგინიშნავთ, ეს არაპროფესიულია, ასეთი მნიშვნელოვან საკითხებზე, მკურნალობა ონლაინ რეჟიმში არ ხდება, ზუსტად ამიტომ შემოგთავაზეთ როგორც გასტროსკოპია, ისე ქირურგთან უფასო კონსულტაცია, რომ უშუალო ვიზიტისას ექიმს, საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, დაესვა ზუსტი დიაგნოზი და კომპეტენციის ფარგლებში უფრო მეტად ამომწურავი და ამჯერად უკვე, თქვენზე მორგებული, აპრობირებული და გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა დაენიშნა.
კიდევ უფრო კარგად გასაგები რომ იყოს ,დავამატებთ – თერაპიული მკურნალობის ეფექტი ყოველთვის ერთნაირი ვერ იქნება და დამოკიდებულია ეზოფაგიტის ფორმაზე .ზოგადად შესაძლებელია იყოს მიღწეული გაუმჯობესება ან უეფექტობის გამო დაინიშნოს ქირურგიული კორექცია. კოროზიული ეზოფაგიტების დროს სტრიქტურის ფორმირების თავიდან აცილების მიზნით ტარდება საყლაპავის ბუჟირება. რეფლუქს – ეზოფაგიტების დროს, რომელიც განპირობებულია დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრით და არ ექვემდებარება კონსერვატულ მკურნალობას, ტარდება ოპერაცია, რომელიც მიმართულია თიაქრის საწინააღმდეგოდ და კარდიის ჩამკეტი მექანიზმის აღსადგენად. მწვავე კოროზიული ეზოფაგიტების, საყლაპავის აბსცესებისა და ფლეგმონის დროს პროგნოზი საკმაოდ სერიოზულია, ქრონიკული ეზოფაგიტების დროს – მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია დროულ და სისტემატურად ჩატარებულ მკურნალობაზე.
აქედან გამომდინარე , ჩვენი შემოთავაზება, ძალაში რჩება კვლავინდებურად .
შეგახსენებთ, რომ ქირურგთან უფასო კონსულტაციის დღეებია ხუთშაბათი და შაბათი.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მე სხვა რამ გკითხეთ.თუმცა მადლობა მაინც გამოხმაურებისთვის.
პასუხი: