მოგესალმებით,
გულმკერდის არეში ტკივილი, შესაძლოა უკავშირდებოდეს ხერხემლის პათოლოგიებს და მასთან ერთად ხერხემლის არტერიაში სისხლის მიმოქცევის ამა თუ იმ ტიპის მოშლას . არსებობს მრავალი პათოლოგია,რაც იწვევს გულმკერდის წინა კედლის წვას და ტკივილს. ჩამონათვალი გაცილებით ფართო იქნება, თუ მოვიცავთ ყველა დაავადებას. ამიტომ, ძალიან ძნელია, აღწერილ სიმპტომებზე დაყრდნობით პაციენტს წინასწარ მივცეთ რჩევა ,რეკომენდაცია.
უმჯობესია, პირველი ვიზიტი კარდიოლოგთან შედგეს. ის თქვენი ჩივილების, გასინჯვისა და მარტივი გამოკვლევების მეშვეობით ზუსტად განსაზღვრავს, რომელი ორგანოა "დამნაშავე" და სათანადო კვალიფიციურ რჩევას მოგცემთ, მკურნალობის მეთოდის შესახებ .
დიაგნოზის დასმისათვის საჭიროა არამარტო ტკივილის ხასიათის გათვალისწინება და სწორი ინტერპრეტაცია, არამედ საკმაოდ გულდასმითი გამოკვლევა.
გულმკერდში გულთან ახლოს ბევრი ორგანოა, თითოეული მათგანის ამა თუ იმ სახის დაზიანებამ ასევე შეიძლება ტკივილის შეგრძნება გამოიწვიოს. შედარებით ხშირია კანისა და კუნთოვანი ქსოვილის დაავადებები, მათ არც ძვალსახსროვანი სისტემა ჩამოუვარდება, მხოლოდ ამის შემდეგ მოდის გულის უშუალო დაზიანებით გამოწვეული დაავადებები. ტკივილი შეიძლება ფსიქოგენური ხასიათისაც იყოს და ძლიერი ფსიქოემოციური დატვირთვის ფონზე განვითარდეს.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ სრულ კარდიოლოგიურ კვლევას 166 ლარის ნაცვლად 99 ლარად.
აქციაში შედის:
1. ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია;
2. ექოკარდიოგრაფია;
3. ელექტროკარდიოგრაფია;
4. გლუკოზას განსაზღვრა სისხლში;
5. ლიპიდური სპექტრი;
6. კრეატინინის განსაზღვრა.
აქია ძალაშია ყოველ შაბათს.
გულ–სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის გამორიცხვის შემთხვევაში, ექიმი გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან. თუ საჭირო იქნება ნევროლოგთან კონსულტაცია, მასთან ვიზიტი აქციის ფარგლებში უფასოა და მიმდინარეობს ყოველ პარასკევს.
გაცნობებთ, რომ წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა,გულის არეში მაწუხებს ტკივილი სუნთქვასაც მიძნელებს,ზოგჯერ გულმკერდის ძვალზე ჭვალივით რაღაც მაწვება და საშინელ ტკივილს ვგრძნობ,ნერვიულობის დროს უფრო ხშირად მემართება ასე.მაინტერესებს რისი ბრალი შეილება იყოს მადლობა წინასწარ
პასუხი: