ბლაშინგ სინდრომი

კითხვა: გამარჯობათ,მაინტერესებს თუ კეთდება ერითროფობიის ოპერაცია თქვენთან და რა თანხა არის საჩირო და რამდენათ შედეგიანია.დიდი მადლობა წინასწარ.
პასუხი:

გამარჯობა! ერითროფობია უფრო ხშირად ვლინდება ვეგეტატიური ნერვული სისტემის, სიმპატიკური ღეროს, გააქტიურების შემთხვევაში. უმნიშვნელო სტრესზე სიმპატიკური ღეროს რეფლექსი, რის გამოც ფართოვდება სახის სისხლძარღვები და ძლიერდება სისხლმომარაგება, იწვევს კანის შესამჩნევ სიწითლეს სახეზე. აღნიშნული პროცესი არის პაციენტის ძირითადი დისკომფორტის მიზეზი, რომელიც დროთა  განმავლობაში გადაიზრდება ფობიაში. ერითროფობიის დიაგნოსტიკა არ წარმოადგენს სირთულეს. საკმარისია სახის სიწითლის კლინიკურად გამოვლინება ელემენტარული სტრესის დროსაც კი.  მკურნალობის მეთოდები:                                                                                                                                                                                                                                                           

- მედიკამენტური - ერითროფობიის კონსერვატიული მეთოდით მკურნალობის შერჩევა ფსიქოლოგის ან ნევროლოგის პრეროგატივაა.

- ქირურგიული მეთოდი - თორაკოსკოპიული სიმპატექტომია

 

გაცნობებთ, რომ  ჩვენს კლინიკაში,   აღნიშნული ოპერაცია არ ტარდება. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა