მოგესალმებით, ქავილი – ეს არის სიმპტომი, რომლის გამოც პაციენტები ყველაზე ხშირად მიმართავენ ექიმ–დერმატოლოგს. გარდა იმისა, რომ ქავილი იწვევს დისკომფორტს, მის გამო ირღვევა კანის მთლიანობა, ვითარდება კანის ანთება და ხშირია მეორადი ინფექციების განვითარება. კანი სტრუქტურულად იცვლება, ხდება აქერცვლადი და ერითემული .
არსებობს ქავილის წარმოქმნის 4 ძირითადი მიზეზი:
● დერმატოლოგიური დაავადებები;
● სისტემური დაავადებები;
● ნეიროპათიული ცვლილებები;
● ფსიქოგენური ფაქტორები;
ქავილის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ძლიერი ნერვიულობა, სტრესი. ქავილი ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ქრონიკული ინტოქსიკაციით, ნივთიერებათა ცვლის მოშლით, შინაგანი ორგანოების დაავადებებით (მაგალითად, მოხუცებულთა ქავილი). ცნობილია ორსულთა ქავილი, ქავილი ღვიძლის დაავადებების, ქრონიკული ყაბზობის დროს და სხვა. კანის სხვადასხვა პათოლოგიისთვის ქავილის ინტენსივობა, ხასიათი და ხარისხი განსხვავებულია.
იმისთვის რომ გამომწვევ მიზეზს ვებრძოლოთ, აუცილებელია ვიცოდეთ რა არის განმაპირობებელი ფაქტორი. მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, არ გირჩევთ თვითმკურნალობას. უმჯობესია მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში ჩააბარებთ ბაქტერიოლოგიურ ანალიზებს და დაგენიშნებათ მკურნალობა. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!