ქუთუთოს ჩაშავება , მენჯ-ბარძაყის დისპლაზია

კითხვა: გამარჯობა.მაინტერესებს თვალის ქუთუთოს ჩაშავება რა იწვევს და ცხვირის მიდამოებშიც შეშუპებას.ხშირი წნევებიც.ხერხერმლის პრობლემაც მქონდა.ერთ მენჯში ბავშობაში ამოვარდნილობის გამო ვკოჭლობ.ტკივილი მეორე ფეხზეც გადამივიდა..ჯდომის დროს არ მტკივა ფეხი.სიარულის დროს ვეღარ დავდივარ.
პასუხი:

მოგესალმებით!
თვალების ირგვლივ ლურჯი რგოლების არსებობა მემკვიდრული ხასიათისაც შეიძლება იყოს და რომელიმე პათოლოგიური პროცესის მანიშნებელიც, რგოლების გაჩენის ზოგადი მიზეზებია:
გამოუძინებლობა და გადაღლა, კომპიუტერთან დიდხანს მუშაობა, სტრესი, დეპრესია, თვალების მუდმივი სრესა, გაუწყლოება; ნიკოტინი (ის ავიწროებს სისხლძარღვებს, ქსოვილები ჟანგბადოვან შიმშილს განიცდიან და თვალების ირგვლივ ლურჯი რგოლები ჩნდება).
შესაძლებელია განვითარდეს მემკვიდრული განწყობის, ზედმეტი სითხის და მარილიანი საკვების მიღების, ალკოჰოლის ინტენსიური მოხმარების, ძილის დაღვევის, მიკროელემენტების და ვიტამინების დეფიციტის, ჰორმონული ფონის ცვლილების, ალერგიის, სტრესის, გადაღლის დროს.
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია (ამოვარდნილობა) პათოლოგიაა, რომელიც ადვილად ემორჩილება კორექციას.
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია გულისხმობს სახსრის კომპონენტების განუვითარებლობას, სახელდობრ, მათ უმწიფრობას ამოვარდნილობის გარეშე, რაც შემაერთებელი ქსოვილის განვითარების დარღვევისა და მისი სისუსტის შედეგია.
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დეფორმაციებს შორის.
როგორც მოგვითხრობთ ბავშვობიდან გაწუხებთ, სავარაუდოდ, მკურნალობის კურსი არ ჩაგიტარებიათ რამაც შესაძლებელია გამოიწვია დისპლაზიური კოქსართროზი , მას ახასიათებს ტკივილი, სიარულის დარღვევა, სახსარში მოძრაობის შეზღუდვა. ასეთ დროს ქირურგიულ მკურნალობას მიმართავენ.
მეტად საყურადღებოა დისპლაზიური კოქსართროზი, მას შეუძლია ადამიანი დააინვალიდოს, ამიტომ გირჩევთ დროულად მიმართოთ ექიმს.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც შეაფასებთ თქვენს მდგომარეობას, თუ დაგჭირდათ მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება, ეს ოპერაციებიც მაღალ დონეზეა და წარმატებით, სრულდება ჩვენს კლინიკაში, ამასთანავე ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა