მოგესალმებით,
როგორც თავად აღნიშნეთ, მხოლოდ ამ ანამნეზით რთულია ზუსტად გაგცეთ პასუხი, თუ რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი.
შესაძლოა გამოწვეული იყოს გარდატეხის ასაკიდან გამომდინარე, რადგან ამ ასაკში გული სწრაფად იზრდება, გულის მასის ზრდა კი, არ შეესაბამება მთელი სხეულის ზრდის ხარისხს. 10-დან 16 წლამდე გულის მასა ორმაგდება, მოცულობა კი 2,4-ჯერ იმატებს.
იცვლება გულის კუნთიც - ის გაცილებით ძლიერი ხდება და უნარი შესწევს, თითოეული შეკუმშვისას სისხლძარღვებში გაცილებით დიდი მოცულობის სისხლი გადაისროლოს.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ მიმართოთ კარდიოლოგს, ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში, რადგან „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა. წინასწარ გიხდით მადლობას პასუხზე. საქმე რაშია, მყავს 11 წლის ბიჭი, საკმაოდ სპორტული , მოცეკვავე. ხანდახან, მაგრამ არა ხშირად განიცდის ტკივილს გულის არეში, ისე რომ ხელს წაივლებს გულზე და მწარდება ტკივილისგან, ეს ტკივილი გრძელდება სულ რამოდენიმე წამით, მერე ქრება თითქოს არაფერი ყოფილაო.ეს არ ხდება დაღლილობის ფონზე, რა შეიძლება იყოს, ამ ინფორმაციით თუ რამის თქმა შეიძლება იქნებ მომწეროთ როგორ მოვიქცე . მადლობთ.
პასუხი: