ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური გამოკვლევა

კითხვა: მოგესალმებით ჩიყვი რომ გამოვიკვლიოთ უზმოზე უნდა ვიყო? გმადლობთ.
პასუხი:

გამარჯობა ქალბატონო ნინო ! ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სრული დიაგნოსტიკა ენდოკრინოლოგის, ექოსკოპისტისა და ციტოლოგის (სპეციალისტი, რომელიც ფარისებრი ჯირკვლიდან წვრილი ნემსით იღებს ქსოვილის ნაწილს და შეისწავლის მას) ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი.

ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის შესაფასებლად ორი ძირითადი კვლევაა საჭირო: ექოსკოპიური გამოკვლევა და ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის, ჰორმონული სპექტრის შესწავლა. ამ კვლევათა შედეგების ინტერპრეტირება აუცილებლად ერთობლიობაში უნდა მოხდეს ექიმ ენდოკრინოლოგის მიერ. ანალიზების აღება აუცილებელია დილის საათებში, უზმოზე. პასუხს იმავე დღეს მივიღებთ, ექსპრესდიაგნოსტიკის შემთხვევაში კი – სამ საათში. ჩვენს კლინიკაში არსებული უახლეს აპარატურაზე ანალიზის ჩატარებისას ცრუ პასუხის მიღება გამორიცხულია. გმადლობთ ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით ,გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა