მოგესალმებით! პროსტატის ადენომა, რომელსაც ასევე მოიხსენიებენ როგორც წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიას, ერთ–ერთი ყველაზე ხშირი პრობლემაა მოწიფული ასაკის მამაკაცებში. კლინიკური კვლევების შედეგად ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს პროსტატის ადენომის განვითარებას: ჰორმონული ეფექტები და სიბერე. პროსტატის ნორმალური წონა 20 გრამამდეა. მისი ზომების მატებისას თავს იჩენს ხშირი შარდვა, შარდის ნაკადის შემცირება, პაციენტი იძულებულია, ღამით 5-6-ჯერ ადგეს მოსაშარდად. ამ გამოვლინებას პროსტატის ზომის მატების ხარისხთან პირდაპირი კავშირი არ აქვს - შეიძლება, ერთი პაციენტის შემთხვევაში სიმპტომებმა თავი მაშინ იჩინოს, როცა წინამდებარე ჯირკვლის წონა მხოლოდ 40 გრამია, სხვა დროს კი სიმპტომები წონის 100 გრამამდე მატებისას აღმოცენდეს. მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ნარჩენი შარდის მოცულობაც. ამ პარამეტრებისა და კლინიკური ნიშნების მიხედვით ადგენენ პროსტატის ადენომის სტადიას. I სტადია კონსერვატიულია, ამ დროს მიღებულია მედიკამენტური მკურნალობა, II და შემდგომი სტადიები კი ოპერაციული მკურნალობის ჩვენებაა. ოპერაციული მკურნალობის მეთოდის შერჩევაც წინამდებარე ჯირკვლის ზომებზეა დამოკიდებული. თუ პროსტატის წონა განსაზღვრულ მაჩვენებლებს არ აღემატება, შესაძლებელია, ჩატარდეს პროსტატის ტრანსურეთრული რეზექცია. პაციენტები ამ მეთოდს იცნობენ სახელწოდებით "ტური" - ოპერაცია განაკვეთის გარეშე. ტრანსურეთრული რეზექციისას შარდსადენიდან შეჰყავთ სპეციალური ხელსაწყო, რომლის მეშვეობითაც ხდება პროსტატის ქსოვილის მოცილება . ჩვენს კლინიკაში , აღნიშნული ოპერაციის ღირებულება ვარირებს 1300 ლარის ფარგლებში. გაცნობებთ, რომ ექიმ–უროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღე გახლავთ ხუთშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს რამდენი ჯდება პროსტატის ადენომის უსისხლო ოპერაცია?
პასუხი: