მოგესალმებით,თქვენი სიმპტომებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ საუბარია შაკიკზე, შაკიკი ანუ ჰემიკრანია გავრცელებული, ნევროლოგიური დაავადებაა, რომელსაც ძლიერი, მოულოდნელად აღმოცენებული შეტევითი და განმეორებითი ხასიათის თავის ტკივილი ახასიათებს. ძლიერი ტკივილი შეიძლება 4-დან 72 საათამდე გაგრძელდეს.
შაკიკის დროს ადგილი აქვს თავის ტვინში სისხლძარღვოვან არასტაბილურობას. შეტევისას სისხლძარღვები თავდაპირველად ვიწროვდება, შემდეგ კი მკვეთრად ფართოვდება. ამ დროს ძლიერდება თრომბოციტების შეწებება.
მნიშვნელოვან როლს ასრულებს სეროტონინი, რომლის რაოდენობაც ჯერ იმატებს, შემდეგ კი მკვეთრად იკლებს.
შაკიკის პროვოცირება შეუძლია როგორც გარეგან, ისე შინაგან ფაქტორებს. მაგალითად:
● საკვები და სასმელი (შოკოლადი, კაკაო, ყავა, ლუდი, ყველი, არაჟანი, ცხელი სოუსები);
● შიმშილი და ჰიპოგლიკემია (შიმშილის დროს სისხლში შაქრის ოდენობა მცირდება, ეს თავის ტვინის სისხლძარღვების გაფართოებას იწვევს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა შაკიკის შეტევას დაუდოს სათავე);
● გარემო პირობები (სიცხე, სიცივე, კაშკაშა სინათლე)
გამომწვევი მიზეზის დასადგენად აუცილებელია ნევროლოგიური გამოკვლევა. როგორც აღნიშნავთ, უკვე ჩატარებული გაქვთ მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევს.
ვიზიტისას თან იქონიეთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები, ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმები კი აუცილებლად დაგეხმარებიან, ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ კი დაგენიშნებათ მკურნალობა.
უფასო კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობათ, მაქვს თავის ტკივილები ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად, ტომოგრაფიაც გადაგებული მაქვს თქვენთან მაგნიტურ რეზონანსული მანდ არაფერი არ გამოვლინდა მაგრამ ტკივილები მააქვს განზრევა არ შემიძლია ზოგჯერ თავის, გონებას დავკარგავ მგონია და რისი ბრალი უნდა იყოს....
პასუხი: