ხერხემლის პათოლოგია

კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს რა ღირს ხერხემალზე გადაღება მაქვს წელის და ხერხემლის არეში ტკივილები ტკივილის დროს ზოგჯერ ფეხები მიკანკალებს და ძალა არ მაქვს ხოლმე ეს შეიძლება ხერხემლის ბრალი იყოს? თუ სხვა რამის
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, თუმცა, ვფიქრობთ რომ საქმე ეხება ხერხემლის პათოლოგიას, შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
(წელის) ადგილობრივი ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს ნებისმიერ პათოლოგიურ პროცესთან, რომელიც ეხება ან აღიზიანებს ნერვების ტკივილის რეცეპტორებს. იმ სტრუქტურების პათოლოგიურ პროცესში ჩათრევა, რომლებიც არ შეიცავენ მგრძნობიარე დაბოლოებებს, უმტკივნეულოა.
ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილი შეიძლება იყოს მწვავე ან ყრუ. ტკივილს ხშირად გაფართოებული ხასიათი აქვს და იგრძნობა ზურგის დაზიანებულ ნაწილში ან მისგან გვერდზე. ტკივილი ხშირად მწვავდება მოძრაობის ან სხეულის სივრცეში გადაადგილების (დახრის, ლოგინიდან ადგომის) დროს, როდესაც ხდება დაზიანებული ან ანთებითი ქსოვილების გადაადგილება.
შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ფესვურ ტკივილს, რომელიც წარმოიქმნება ზურგის ქვედა ნაწილის, ზურგის ტვინის ნერვებზე ზემოქმედებისას.
ფესვური ტკივილი ჰგავს გადაცემით ტკივილს, მაგრამ მისგან განსხვავდება მეტი ინტენსივობით და ვრცელდება ხერხემლიდან პერიფერიებისაკენ.
თუ გსურთ, ჩვენი კლინიკის სპეციალისტის მოსაზრების მოსმენა, შეგიძლიათ მობრძანდეთ კონსულტაციაზე, გასინჯვის დროს შეფასდება ნევროლოგიური მდგომარეობა, ასევე გამოვლინდება ხერხემლის ბიომექანიკის შესაძლო დარღვევები, კუნთების მდგომარეობა ზურგისა და საჯდომის მიდამოში, გამოკვლევის შემდეგ კი ნევროლოგი დასვამს დიაგნოზს და დაგენიშნებათ მკურნალობა.
თუ საჭირო იქნება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ მთლიანი ხერხემლის და ზურგის ტვინის კვლევა 270 ლარად 420 ლარის ნაცვლად.
აქცია ძალაშია ყოველ ხუთშაბათს,შაბათს და კვირას, ხოლო ნევროლოგთან უფასო კონსულტაციის დღეა პარასკევი, სადაც წინასწარ ჩაწერა აუცილებელია შემდეგ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა