მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ინსემინაცია;
- რა შემთხვევაში ტარდება მანიპულაცია;
- უშვილობის მკურნალობა „ახალ სიცოცხლეში“.
როგორც მოგეხსენებათ, საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია გულისხმობს ქალის საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანას.
აღნიშნული ტარდება ისეთ შემთხვევებში, როგორებიცაა:
- სპერმის დაბალი აქტივობა;
- რეტროგრადული ეაკულაცია;
- ქალის ან მამაკაცის სექსუალური დისფუნქცია და ა.შ.
თუ მილების გამტარუნარიანობა და ოვულაციური მენსტრუალური ციკლის არსებობა ნორმაშია, დისტანციურად გაგვიჭირდება პასუხის გაცემა, თუ რატომ არ დადგა ორსულობა.
ამაზე ვრცლად სასურველია, საუბრობდეს თქვენი გინეკოლოგი. ჩვენს კლინიკაში საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია არ ტარდება ამიტომ, ამ შემთხვევაში ვერ დაგეხმარებით.
სურვილისამებრ შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“.
XXI საუკუნეში უშვილობის პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა არსებობს.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, გაიარეთ კონსულტაცია გინეკოლოგთან, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დასახავს თქვენი პრობლემის მოგვარების გზებს.
კლინიკაში არის თბილი გარემო, მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი კი, დაგეხმარებათ ორსულობის დაგეგმარებასა და თანამედროვე გაიდლაინებით მართვაში.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/orsuloba/32
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 2 12 25 25 ან 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!