მოგესალმებით,
მოგახსენებთ , რომ ცხვირის პოლიპი არის ერთეული ან მრავლობითი კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირზე წარმოიქმნება. ცხვირის პოლიპის დიაგნოზს სვამს ოტოლარინგოლოგი ცხვირის ღრუს დათვალიერების საფუძველზე. ამისთვის, გამოიყენება რინოსკოპი - ლითონის ან პლასტმასის ინსტრუმენტი, რომელიც ნესტოებს აფართოებს და ექიმს ცხვირის ღრუს დათვალიერების საშუალებას აძლევს.
ცხვირის პოლიპის სიმპტომებია: ცხვირით სუნთქვის დარღვევა, გაჭედილობის მუდმივი შეგრძნება (რაც პოლიპის ზომასა და ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული); ყნოსვის დაქვეითება ან გაქრობა; ქავილი, წვისა და უცხო სხეულის შეგრძნება, სხვა სახის დისკომფორტი; თავის ტკივილი, დაქაჩულობა.
არსებობს პოლიპის მკურნალობის კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდები. პოლიპოზს აქვს მიდრეკილება რეციდივისკენ, ამასთანავე, რეციდივი ვითარდება პოლიპის მოკვეთიდან რამდენიმე თვეში. ასე რომ არ მოხდეს, უნდა ჩატარდეს კომპლექსური მკურნალობა .
სამწუხაროდ ,ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში ცხვირის პოლიპზე და ძგიდის გასწორებაზე ოპერაცია არ ტარდება.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გავიარე კონსულტაცია ოტორინოლარინგოლოგთან და მითხრა რომ პოლიპების ოპერაცია მაქვა გასაკეთებელი და ასევე ძგიდე გასასწორებელი მინტერესებს ოპერაციის ფასი და თუ მოქმედებს სტუდენტური დაზღვევა?
პასუხი: