ჰიპერტენზია

კითხვა: მჭირდება ნევროლოგის კონსულტაცია ,დედა მყავს 56 წლის ერთი სამიდღის წინ წნევა ქონდა მაღალი 160 80 ზე,მის შემდეგ ფეხზე ვერ დგება თავბრუს ხვევები აქვს და სისუსტეს გრძნობს ,ოფლს ასხამს ,შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ რა შემიძლია გავაკეთო ორშაბათამდე ვიდრე ექიმთან მივიყვან?წინასწარ გიხდით მადლობას თუ დამეხმარებით
პასუხი:

მოგესალმებით,
არტერიული წნევის ცვლილებას, როდესაც ის მყარად მომატებულია, არტერიული ჰიპერტენზია ჰქვია, მის მყარ დაქვეითებას კი არტერიულ ჰიპოტენზიად მოიხსენიებენ.
დასაწყისში წნევის მყარი ცვლილება თითქმის ყოველთვის შეგუებით-თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც მოსალოდნელი პათოლოგიური პროცესის ჩამოყალიბებაზე მიგვანიშნებს.
შესაძლებელია, თავბრუსხვევას, ოფლიანობასა და სისუსტეს სწორედ ჰიპერტენზია განაპირობებდეს.
არტერიული წნევა უნდა დაქვეითდეს თანდათანობით, ვინაიდან წნევის სწრაფმა დაწევამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტვინის, გულისა და თირკმლების სისხლმომარაგების დარღვევა, ამიტომ გირჩევთ, თავი აარიდოთ დამოუკიდებლად მედიკამენტების პაციენტისათვის მიწოდებას.
სასურველია პირველ რიგში გამოირიცხოს კარდიოლოგიური პრობლემები, რათა არ განვითარდეს გულის უკმარისობა.
თუ ამ დროისთვის, პაციენტის მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა, უმჯობესია გამოუძახოთ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს, ხოლო თუ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო გახდება, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ჩვენი გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმები, გაგიწევთ მომსახურებას.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა