მოგესალმებით! ჰაიმორიტი ზედა ყბის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთებაა და გამოწვეულია გარსში მიკროორგანიზმების გავრცელებით. ინფექციის გავრცელების გზების გათვალისწინებით ზედა ყბის წიაღის ანთება რამდენიმე სახის არსებობს – ოდონტოგენური, რინოგენული, ჰემატოგენური, ტრავმული და ალერგიული. ჰაიმორიტის მთავარი მიზეზი ინფექციაა.
ჰაიმორიტის განვითარებას ხელს უწყობს ყველა ის მდგომარეობა, რომელიც ცხვირით სუნთქვას არღვევს, ბაქტერიამატარებლობა ან ცხვირის ღრუს ანატომიური სტრუქტურების თანდაყოლილი დარღვევები. ჰაიმორიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია უსიამოვნო შეგრძნება ცხვირსა და მის ახლოს მდებარე უბნებში, რომელიც თანდათანობით ძლიერდება, სუნთქვის გაძნელება, გამონადენი, ტემპერატურის მატება, საერთო სისუსტე. მუდმივი დისკომფორტი შუბლისა და ზედა ყბის წიაღების საპროექციო მიდამოში, რომელიც განსაკუთრებით მძაფრდება მწვავე სურდოს დროს. შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ ექიმს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინოლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც სრული ანამნეზის შეკრების შემდეგ, აუცილებლად დაგეხმარებათ პრობლემის აღმოფხვრაში, თუ გადაწყვეტთ ვიზიტს თან იქონიეთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობათ. მაწუხებს ტავის ტკივილი შუბლის არეში. სიმზიმის შეგრზნეა თვალებთან. გადავიგე კომპიუტერული ტომოგრაფია. ყველაპერი ნორმაშია. ჰაიმორიტუს ღრუში ლორწოვანის მცირედი შესკელება. ვის მივმართო ამ ჩივილებით? მადლობთ.
პასუხი: