ლაქტაციის შეწყვეტა

კითხვა: მკერდის დაშრობა მინდა და როგორ რა წამალი უნდა მივიღო
პასუხი:

გამარჯობა! სარძევე ჯირკვლის აქტიურობის პერიოდი მას შემდეგ წყდება, რაც ბავშვი აღარ მოწოვს ძუძუს. წოვის პროცესი ავტომატურად რთავს იმ მექანიზმს, რომელიც ჯირკვალში რძის გამოყოფას იწვევს. წოვის შეწყვეტიდან 1-2 დღის განმავლობაში იგრძნობთ სიმძიმეს და რძის მოწოლას მკერდში, შეგიძლიათ რძე გამოიწველოთ. მაგრამ გამოწველის პროცესი განსხვავდება წოვის პროცესისგან - მას არ აქვს ჯირკვლის მასტიმულირებელი ისეთი ეფექტი, როგორიც წოვას.ამიტომ რძე თანდათნ შემცირდება და გაქრება, თუმცა მცირე რაოდენობით გამონადენი ჯირკვლიდან გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება გქონდეთ. 

თუ ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ რძის რაოდენობა არ შემცირდა,ამ შემთხვევაში ინიშნება ჰორმონული პრეპარატები, მაგრამ მათი თვითნებური მიღება დუშვებელია, იგი უნდა დანიშნოს გინეკოლოგმა ან მამოლოგმა.გმადლობთ ,რომ ენდობით ჩვენს კლინიკას ,გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა