პერიკარდიტი

კითხვა: გამარჯობატ,როდესაც ერტერტ ეხოკარდიგრაფიაზე გადავიგე,ვარ 63 ცლის სტენტირებული,დიაგნოზსსჰი სჰეასაბამისად იყო წესრიგსჰი.მიტხრეს რო პერიკადსჰი არის უმნისჰვნელო გამონაჯონი,არ არის სასჰისჰიო,მარა რას ნისჰნავს ზუსტად ვერ მიტხრეს,იქნებ ტქვენ ამიხსნატ რა არის ეს და როგორ უნდა ვიმკურნალო,რომ გაქრეს?
პასუხი:

მოგესალმებით! გულის პერანგში სითხის დაგროვებას პერიკარდიტი ეწოდება. ყველაზე ხშირად ასეთი რამ მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისა და გულის ქრონიკული უკმარისობისას ხდება. გულის პერანგში სითხის დაგროვების სხვა მიზეზებია ინფექცია, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, ურემია, ტრავმა, მედიკამენტები. განასხვავებენ ორ ფორმას: მწვავეს და ქრონიკულს. ამ უკანასკნელზე მაშინ ლაპარაკობენ, როდესაც სითხის დაგროვება 6 თვეზე მეტხანს გრძელდება. მწვავე შეიძლება ქრონიკულში გადაიზარდოს. ზოგ შემთხვევაში პერიკარდიტს თავიდანვე დუნე მიმდინარეობა ახასიათებს და რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე გრძელდება. მიოკარდიუმის ინფარქტმა პერიკარდიტი შეიძლება გამოიწვიოს როგორც მწვავე სტადიაში, ინფარქტის აღმოცენებიდან 24 საათის განმავლობაში, ისე მოგვიანებით, რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ. ქრონიკული პერიკარდიტი ორგვარი შეიძლება იყოს: ექსუდაციური და შეხორცებითი. ქრონიკული ექსუდაციური პერიკარდიტი ხშირად მწვავე პერიკარდიტის გაგრძელებაა, ზოგ შემთხვევაში კი ანთება იმთავითვე დუნედ მიმდინარეობს და რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე გრძელდება. მწვავე ექსუდაციური პერიკარდიტის დროს პერიკარდიუმის ღრუში სითხე გროვდება. როდესაც სითხის ოდენობა ნელა იმატებს, პერიკარდიუმის სივრცე თანდათან ფართოვდება, სწრაფი ექსუდაციის დროს კი სითხე ზღუდავს გულის მუშაობას და ხელს უშლის მის ავსებას. აღნიშნული დაავადების დიაგნოზს ჩივილებისა და გასინჯვის შედეგების მიხედვით სვამენ. დიაგნოზის დასმა უფრო ადვილია, როდესაც აშკარაა პერიკარდიტის გამომწვევი მიზეზი. დიაგნოზის დაზუსტების საშუალებას იძლევა ინსტრუმენტული გამოკვლევა: ექოკარდიოსკოპია, ეკგ და რენტგენოგრაფია. რომელთაგან, როგორც თქვენ აღნიშნავთ, ექოსკოპია ჩატარებული გაქვთ და პერიკარდიუმის ღრუში მცირე გამონაჟონი ფიქსირდება .

მცირე რაოდენობის გამონაჟონი კი, როგორც თქვენთვის უკვე უთქვამთ, საგანგაშო არ არის და თუ თქვენი გულის ფუნქცია ამჟამად დამაკმაყოფილებელია, ის პრობლემებს არ შეგიქმნით.
თქვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივი კარდიოლოგიური მეთქვალყურეობა და პერიოდულად , კარდიოლოგის მიერ დანიშნული კვლევების, მათ შორის გულის ექოსკოპიიის განმეორება .
კარდიოლოგთან კონსულტაციის და შემდგომი კვლევების მიზნით გთავაზობთ ჩვენს კლინიკაში აღრიცხვაზე ასვლას, ცხადია , თუ ეს თქვენთვის სასურველი იქნება .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა