კისრის ოსტეოქონდროზი

კითხვა: მაქვს მარცხენა მკლავში ბეჭიდან ტკივილი ისე რომ ვგრძნობ სიმზიმეს და მკერდის არეში ტკივილს მარცხენა მხარეს ვერ ვწვები თან სულ მეძინება. მაწუხებს სახსრებიც კიდურები ისე მტკივა ზოგჯერ კუნთებზე ხელს ვერ ვიკარებ. ასევე თავბრუსხვევა. როგორ მოვიქცე რისი ბრალი იქნება ვის მივმართოთ
პასუხი:

მოგესალმებით! მხრის ტკივილი მოიცავს ნებისმიერ ტკივილს, რომელიც აღმოცენდება მხარში ან მის გარშემო. მხრის ტკივილი შეიძლება აღმოცენდეს უშუალოდ სახსრიდან ან მის გარშემო მდებარე ნებისმიერი მყესიდან, იოგიდან და კუნთიდან. ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის თავისებური ანატომიური აგებულების ბრალია. კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალას და სახის ქსოვილებს.
კისრის ოსტეოქონდროზის სიმპტომებია:
· ტკივილი კისერში, კეფაზე, მხრებში და ხელებში ძლიერდება ხელის მინიმალური დატვირთვის, ხველის, ცემინების დროს; · ხრაშუნი და ტკივილი კისრის მოდუნების და თავის დახრის დროს; · დაბუჟება ხელებსა და ფეხებში; · თავის ტკივილი, რომელიც ჩვეულებრივ იწყება კეფიდან და ვრცელდება თხემსა და საფეთქლებში.
· თავბრუხვევა და ზოგჯერ გონების დაკარგვა თავის მკვეთრი მოძრაობის დროს.
· სისუსტის და დაღლილობის შეგრძნება
· მჭიმავი ხასიათის ტკივილი გულის არეში.
კისრის ოსტეოქონდროზის დროს თავს იჩენს უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც მხარს, წინამხარსა და თითებს გადაეცემა. ამ მიდამოში ჩნდება ჩხვლეტის შეგრძნება, ზოგჯერ იმატებს ან მცირდება მგრძნობელობა. ზოგჯერ ტკივილი მწვავეა და თან სდევს დენის დარტყმის შეგრძნება. არცთუ იშვიათად ტკივილს ხელის მინიმალური დატვირთვაც აძლიერებს. კისრის ოსტეოქონდროზის გართულებაა მხრის, იდაყვის, ლავიწის სახსრების ართროზი, რომელსაც თან სდევს მოძრაობის შეზღუდვა და ხელისა და მხრის ტკივილი მოძრაობისას.

დისტანციურად დიაგნოზის დასმა ჩვენი მხრიდან არაკორექტული იქნება. კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნეიროქირურგთან და ნევროლოგთან უფასო კონსულტაცია ყოველ პარასკევს. ჩასაწერად დაგვიკავშირდით 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა