პაპილომა ვირუსი

კითხვა: და რა ღირს პაპილომა ვირუსზე აცრა? და კიდევ რაღაც მაინტერესებს თუ დამეხმარებით, ეს არის საშვილოსნოს ყელის კოლპოსკოპიის ანალიზი და აქ კი წერია რომ არაფერი აღინიშნება და პაპილომაც არ არის, მაგრამ მეორე სურათში გამონაზარდივით რომ არის რაღაც, ეგ რა არის შეგიძლიათ მითხრათ და ნორმალურია ეგრე უნდა იყოს? მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
პირველ რიგში ბოდიშს მოგახსენებთ, ინფორმაციის არასწორად მოწოდებითვის, ჩვენს კლინიკაში აცრა არ კეთდება, გვაქვს მხოლოდ პაპილომავირუსის გენოტიპირება.
რაც შეეხება თქვენს მიერ გამოგზავნილ დანართს, იგი შეესაბამება ნორმალურ კოლპოსკოპიურ მახასიათებლებს, თუმცა,
პრევენციის მიზნით სჯობს, გაკეთდეს პაპ–ტესტი, რათა გამოირიცხოს საშვილოსნოს ყელის დაზიანება.
მობრძანდით ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, ვიზიტისას შეფასდება მდგომარეობა, ექიმი ინსტრუმენტულად დაათვალიერებს საშვილოსნოს ღრუს და თავად მოგახსენებთ, შემდგომი მკურნალობის მეთოდის შესახებ.
გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია მიმდინარეობს ყოველ სამშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა