მოგესალმებით, ქალბატონო მარეხი,
ხერხემალი სხეულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის დაზიანებისგან იცავს ზურგის ტვინს, უზრუნველყოფს დგომასა და მოძრაობას. ხერხემალი მალებისა და მალათაშორისი დისკოებისგან შედგება. ხერხემლის სტრუქტურის შეცვლას, მალებისა და მათ ირგვლივ მდებარე ქსოვილების დაზიანებას ბევრი რამ იწვევს, მათ შორის: ინფექციები, ტრავმები, სიმსივნეები, სპონდილიტი, სკოლიოზი.
● სკოლიოზი – ხერხემლის გამრუდებაა განივი ღერძის მიმართ, რომელიც ნერვული სისტემის დარღვევებს და კუნთოვან დაზიანებას იწვევს.
● სტენოზი – ხერხემლის სვეტის შევიწროებაა, რომელიც ზურგის ტვინზე ან ნერვებზე ზეწოლას იწვევს,
● დისკოს თიაქარი – ვითარდება, როდესაც დაზიანებული დისკოს შიგთავსი მთლიანად ან ნაწილობრივ გარეთ იჟონება. ამ პათოლოგიას ზოგჯერ დისკოს დაცურებას ან გახეთქვასაც უწოდებენ. გარეთ გამოსული შიგთავსი აწვება ახლომდებარე ნერვებს, რაც ხელის ან ფეხის ტკივილს, დაბუჟებას, სისუსტეს იწვევს.
● კოქსართროზი – საკმაოდ გავრცელებული დაავადება და ოსტეოართროზის ყველაზე მძიმედ მიმდინარე ფორმაა. დაავადება თანდათან იწყება, მენჯ-ბარძაყის სახსრის ჯერ უმნიშვნელო, მონაცვლეობითი, ხოლო შემდგომ ინტენსიური ტკივილით. სიმპტომები სხვადასხვა პაციენტს სხვადასხვაგვარად აწუხებს.
კოქსართროზით დაავადებულს უჭირს დახრა, ფეხსაცმლის თასმების შეკვრა, სკამიდან წამოდგომა, ჩაკუზვა. ტკივილი ძლიერდება მოსვენების შემდეგ აქტიურ მდგომარეობაში გადასვლისას, ხოლო გახურების შემდეგ მცირდება. მისი ინტენსივობა იმატებს, როცა ადამიანი დიდხანს დგას ფეხზე ან დადის ხოლო მცირდება დასვენების შემდეგ.
ხერხემლის კვლევის ოქროს მეთოდს წარმოადგენს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება აღნიშნულ კვლევაზე, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !