ათეროსკლეროზი

კითხვა: მაქვს თავის გაბრუება, და რაღაც ფოლაქები ძარღვებში, მტკივა მარჯვენა მკლავი, მაქვს დაბალი სიმკვრივის ხოლესტერინი,და კიდევ ხანდახან მაწუხებს მაღალი წნევა და გულის აჩქარება, გადავიღე მრტ თავზე და რამე პრობლემა არ არისო, რა გამოკვლევა უნდა ჩავიტარო? ვარ 41 წლის
პასუხი:

მოგესალმებით, 

სავარაუდოდ საუბარი გაქვთ ათეროსკლეროზზე, რომელიც  არტერიების კედლებზე ქოლესტერინული (ათერომული) ფოლაქების დალექვის გამო ვითარდება. ფოლაქები ავიწროებს სისხლძარღვის სანათურს, ამცირებს მასში გამავალ სისხლის ნაკადს და ტვინში მოცირკულირე (მოძრავი) სისხლის მოცულობაც მკვეთრად იკლებს. ირღვევა ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ტვინის მომარაგება, რასაც მეხსიერების გაუარესება, თავის ტკივილი და დაავადების სხვა სიმპტომები მოჰყვება. ათერომული ფოლაქები უმეტესად თავის ტვინისა და კისრის ნაწილის სისხლძარღვებში წარმოიშობა.

ათეროსკლეროზი უმეტესად სისხლის ძლიერი შედედების გამო ვითარდება, თუმცა სისხლძარღვთა შევიწროების მთავარი მიზეზი მაინც თანამედროვე ცხოვრების აჩქარებული რიტმია.

თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროების საშიშ გართულებათაგან აღსანიშნავია ინსულტი.

ამ დროს ჟანგბადოვანი შიმშილის გამო ტვინის უჯრედები კვდება. ამის უშუალო მიზეზია ტვინის შესაბამისი უბნის მკვებავი არტერიის ქოლესტერინული ფოლაქით დახშობა.

დროული დიაგნოსტირება და ჩატარებული ადეკვატური მკურნალობა ინსულტის თავიდან აცილების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

ჩვენს კლინიკაში, თავის ტვინის მაგისტრალურ სისხლძარღვებს ვიკვლევთ ულტრათანამედროვე ექოსკოპიის აპარატის TOSHIBA APLIO 500–ის მეშვეობით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სისხლძარღვების გამტარობის დათვალიერება, სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების გამოვლენა, სტენოზის არსებობის შემთხვევაში სტენოზის ხარისხის შეფასება და პრევენციული ღონისძიების (მკურნალობის ) ჩატარება ,რათა თავიდან იქნეს აცილებული ინსულტის განვითარება.   

შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ფასდაკლება აღნიშნულ კვლევას + ნევროლოგის კონსულტაციაზე , ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა