სკრინინგი

კითხვა: გამარჯობა, 4 დღეა მარჯვენა მკერდზე თავის ზემოთ ხელს რომ ვიდებ ოდნავ ტკივილს განვიცდი და რისი ბრალი შეიძლება იყოს? ციკლს წესით ჯერ არ ველოდები მაგრამ დარღვეული მაქვს ძალიან და შეილება პრემენსტრუალური პერიოდია მაგრამ ასე არასოდეს მქონია. ხელით გასინჯვისას არანაირი კვანძი ან სიმაგრე არაა. ექიმმა დამიდგინა მარცხენა საკვერცხეზე ანთება და ოდნავ გადიდება, შეიძლება ამას გამოეწვია?
პასუხი:

მოგესალმებით,

მიმოწერის რეჟიმში რთულია დიაგნოსტირება, თუმცა შესაძლოა თქვენი ჩივილები, მართლაც უკავშირდებოდეს პრემენსტრუალურ სინდრომს, რაკი სხვა პერიოდში არ უჩივით აღნიშნულ სიმპტომებს.

საკვერცხის ანთებასა და მკერდის ტკივილს, ამ ეტაპზე ერთმანეთთან ვერ ვაკავშირებთ.

პრევენციის მიზნით, უმჯობესია მიმართოთ მამოლოგს, რათა გამოირიცხოს პათოლოგიები.

ამ მიზნით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც შემოგთავაზებთ მამოლოგიურ სკრინგზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა