მოგესალმებით,
თეთრი ხაზი არის მუცლის წინა კედელზე კუნთების მყესებისგან შექმნილი მკვრივი ზონარი. ჭიპის ზევით ჩნდება გამობერილობა, რომელიც თავისთავად არ ხორცდება. ბავშვებში ის თანდაყოლილი პათოლოგიაა და მისი გამომწვევი მიზეზია მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის განვითარების დროს, ფიბროზული ქსოვილის (აპონევროზის), არასრული განვითარება, როდესაც მასში რჩება ღია, შეუხორცებელი დეფექტი. აპონევროზი ეს არის ქსოვილოვანი შრე მუცლის ზედაპირზე, კანქვეშა ცხიმსა და კუნთებს შორის.
ნებისმიერ შემთხვევაში, როცა საქმე გვაქვს თეთრი ხაზის თიაქართან, უნდა ჩატარდეს გეგმური ოპერაციული მკურნალობა.
ჭიპისა და თეთრი ხაზის თიაქრების ოპერაციული მკურნალობა გულისხმობს წინა კედელზე არსებული აპონევროზული დეფექტის დახურვას, მის გაკერვას.
თუ ჩივილებს არ იწვევს, დღესდღეობით, მისი ოპერაციული მკურნალობის ოპტიმალურ ვადად ითვლება 1 წლის ასაკის შემდეგ. ოპერაციისშემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი მოიცავს რამოდენიმე დღეს და პაციენტი ხდება აბსოლუტურად გამოჯანმრთელებული.
გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პირებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით,ჩემს შვილიშვილს რომელიც არის 2.5 აღმოაჩნდა სწორი ხაზის თიაქარი მუცლის არეში ორ ადგილას, მაინტერესებს შეიძლება მისი განკურნება თუ საჭიროებს ოპერაციას?
პასუხი: