მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ საქმე ეხება ოსტეოპოროზს, იგი არის დაავადება, რომლის დროსაც სახსრები,წელი და სხვადასხვა ნერვი ,მათ შორის საჯდომი ნერვიც ზარალდება, ასევე მცირდება ძვლოვანი ქსოვილის მასა და იცვლება ძვლის შენება. ძვლები მყიფდება, რაც ზრდის მოტეხილობის რისკს.
ოსტეოპოროზს ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს, ის ხშირად ფარულად მიმდინარეობს და პირდაპირ გართულებით - ხერხემლის, ბარძაყის ყელის ან სხვა ძვლის მოტეხილობით - იჩენს თავს.
ოსტეოპოროზის განვითარებაზე გავლენას ახდენს მრავალი გარეგანი თუ ინდივიდუალური ფაქტორი. მათ შორის აღსანიშნავია:
● ჩონჩხის ძვლების დაბალი მინერალური სიმკვრივე და ძვლოვანი მასის გაძლიერებული კარგვა პერიმენოპაუზის პერიოდში;
● მდედრობითი სქესი;
● ხანდაზმული ასაკი;
● ნაადრევი მენოპაუზა;
● კვების თავისებურებები (საკვებით კალციუმის მიწოდების შემცირება, კალციუმის მცირე მოხმარება, ხორცის ჭარბი მიღება, რძის პროდუქტების აუტანლობა, D ვიტამინის დეფიციტი);
● ყავის, ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, დისტანციურად, პრეპარატთან დაკავშირებით რეკომენდაციას ვერ მოგცემთ.
გირჩევთ, ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ მიმართოთ დამოუკიდებლად მკურნალობას.
ჩვენი შემოთავაზება, რომელიც წინა შეტყობინებაში მოგახსენეთ, კვლავინდებურად რჩება ძალაში.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე , რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა ვარ 55წლის ქალბატონი ამ ბოლო დროს შემაწუხა სახსრების ტკივილმა და მაქვს კიდეც საჯდომი ნერვის ანთება. იქნებ რაიმე წამალი მირჩოთ . წინასწარ მადლობა.
პასუხი: