კითხვა: მოგესალმებით მე თქვენი კმაყოფილი ყოფილი პაციენტი გწერთ ოღონდ ეხლა დედის გამო გაწუხებთ.1კვირის უკან დედას დაემართა იშემიური ინსულტი მიუხედავად იმისა რო მოგეხსენებათ ვერაგი დაავადებისა სამი დღე სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იყო სტაციონალში მკურნალობდა კონტაქტობდა ახლობლებთან 3მე დღეს ყბაც გაუსწორდა 2დღის წინ გვიან დაგვირეკეს რომ გართულდა სიტუაცია და მართვით სუნთქვაზე რეანიმაციაში გადაიყვანეს თან ტვინი შეშუპდაო და ღმერთის იმედად იყავითო ეს ხდება ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ექიმი იმის მაგივრად ნორმალურად აგვიხსნას კალიდორში მივსდევდი სიტყვები ამომეგლიჯა პირიდან.მარტო ეს მითხრა ტრომბი მოწყდა მოიარა მტელი სისძარღვი და ისევ დატრომბილ ადგილას გაიჭედა რამაც ტვინის შეშუპება გამოიწვია ნეტა აქ თქვენთან მყოლოდა ვიცი გადამირჩენდით დედას მე ნახევრად მკვდარი მოვხვდი თქვენთან ჰემატოლოგ ეკა იმედაშვილის ჯადოსნურმა ხელებმა გაგამარჩინა მაშინ ეხლა კი დედას ვინ გადამირჩენს თქვენთან აღარ ვარ ვისი ვიწამო ზუგდიდში სულ ობოლი ვრჩები მამაც ახალი გარდაცვლილი მყავს რა მეშველება.ბოდიშს გიხდით ამ ემოციური წერილისთვის.ნეტა თქვენთან ვიყოთ მაგას ვინატრებდი მარტო თქვენ ახდენთ სასწაულებს.
პასუხი:
მოგესალმებით,
ზოგადად, დროულ სამედიცინო დახმარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა თავის ტვინის ინფარქტის ზონა არ გაიზარდოს., რაც შესაძლოა განვითარდა დედათქვენის შემთხვევაში.
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ გეხმარებით, თუმცა მიუხედავად რთული მდგომარეობისა ვიმედოვნებთ, კლინიკა, სადაც თქვენ იმყოფებით სარგებლობს თანამედროვე გაიდლაინებით, ითვალისწინებს პროტოკოლით გათვალისწინებულ მკურნალობის მეთოდებს და მაქსიმალურად ეფექტურად იქნება გამოყენებული მკურნალობის შესაძლებლობები.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !