ვარდისფერი ფერიმჭამელა

კითხვა: დერმატოლოგთან მაქვს შეკითხვა:როზაცეა რომ ბოლომდე არ იკურნება,ეს უკვე გასაგებია ჩემთვის,მაგრამ შეიძლება თუ არა მცირედი შედეგი მაინც მივიღო,დიეტას სრულყოფილად ვიცავ ( 7 წლის განმავლობაში სპეციალისტი არ დამიტოვებია,მაგრამ შედეგი ნული იყო) რას მირჩევთ?
პასუხი:

მოგესალმებით, როზაცეა -ვარდიფერი ფერიმჭამელა, სახის ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა, რომლის განვითარებასაც ხელს უწყობს მთელი რიგი ფაქტორები: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციის დარღვევა (ხშირი გასტრიტი, ყაბზობა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ა.შ), ენდოკრინული დაავადებები ( ჰიპოთირეოზი, კლიმაქსი, საკვერცხეების დისფუნქცია), ინსოლაცია,კორტიკოსტეროიდული მალამოების ხანგრძლივი გამოყენება და სხვა. პროცესი შეიძლება გაართულოს კანის ტკიპამ - Demodex follicolorum, რომელიც იწვევს დემოდეკოზს. როზაცეას დიაგნოზი დგინდება კლინიკური სურათის მიხედვით, ზოგჯერ კანის ანაფხეკის ჰისტოლოგიური გამოკვლევით. დიფერენციალური დიაგნოზი ( განსხვავების დადგენა მოცემულ დაავადებასა და სხვა კლინიკური გამოვლინებებით მსგავსი დაავადებებისგან) ტარდება ვულგარულ ფერიმჭამელასთან და სისტემურ წითელ მგლურასთან, რომელიც აუტოიმუნური დაავადებაა (ჩვეულებრივ, იმუნური სისტემის ფუნქცია ორგანიზმისთვის უცხო აგენტებთან, დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებთან ბრძოლაა, რაც ანტისხეულების მეშვეობით ხორციელდება.აუტოიმუნური დაავადების დროს წარმოიქმნება საკუთარი ქსოვილების წინააღმდეგ მიმართული ანომალიური ანტისხეულები, მათ აუტოანტისხეულებს უწოდებენ. ვინაიდან აუტოანტისხეულებს შეუძლია, ორგანიზმის პრაქტიკულად ნებისმიერი ქსოვილი დააზიანოს, პათოლოგიური ცვლილებები ორგანიზმის ფაქტობრივად ნებისმიერ სისტემაშია მოსალოდნელი. ზოგჯერ დაავადება აზიანებს კანს, გულს, ფილტვებს, სახსრებს, თირკმელებს ,ნერვულ სისტემას.
ქალბატონო ლიანა, თქვენ ნამდვილად ჩატარებული გაქვთ კომპლექსური გამოკვლევა და ისე დაგისვეს დიაგნოზი , თუ მხოლოდ დერმატოლოგთან ვიზიტით შემოიფარგლეთ? რაკი შვიდი წელია დიეტას იცავთ და შედეგი არ გაქვთ, სავარაუდოდ ,თქვენ დერმატოლოგის კონსულტაციის გარდა ენდოკრინოლოგთან და გინეკოლოგთან ვიზიტი და რიგი გამოკვლევებისა გესაჭიროებათ. ადექვატური მკურნალობის პირობებში არა მარტო მცირედი შედეგი,არამედ ხანგრძლივი რემისიაც (ანუ ავადმყოფობის მოვლენათა დროებითი შეჩერება) უნდა მიიღოთ.
ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ კვალიფიციური ექიმი – ენდოკრინოლოგის და გინეკოლოგის კონსულტაციები და მათ მიერ დანიშნული კვლევები.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა