ორსულობის ვადის განსაზღვრა

კითხვა: გამარჯობა, ბოლო მენსტრუაციული ციკლი დამეწყო 6 სექტემბერს (შუალედი მაქვს 29 დღიანი) 4 ოქტომბერს ტესტმა მიჩვენა ორსულობა. მაინტერესებს როდის არის რეკომენდებული ექიმთან ვიზიტი და რამდენი კვირის ორსული ვარ. თავიდან მქონდა სულ ცოტა დაჭიმულობის შეგრძნება მუცლის არეში, ახლა აღარ მაქვს. ეს ნორმალურია?
პასუხი:

მოგესალმებით,
ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მობრძანდეთ გინეკოლოგთან, ჩაიტაროთ სამეანო–ულტრაბგერითი გამოკვლევა, მხოლოდ ამ მეთოდით უნდა იქნას დადასტურებული ორსულობა საშვილოსნოს ღრუში.
ხოლო, ამის შემდეგ, ექოსკოპიური კვლევით შესაძლებელია ემბრიონის/ნაყოფის ზომების და წონის გაზომვა და მათგან გამომდინარე ორსულობის ვადის დადგენა, ასევე პლაცენტის ზომების, მიმაგრების ადგილის, სიმწიფის ხარისხის იდენტიფიკაცია და ა.შ.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ და ჩაიტაროთ ექოსკოპიური კვლევა, ჩვენი მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი კი, დაგეხმარებათ ორსულობის მართვაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა