მოგესალმებით,
მენსტრუალური ციკლის დარღვევა ყველაზე გავრცელებულ გინეკოლოგიურ პათოლოგიად ითვლება.
არსებობს მენსტრუალური ციკლის დარღვევის სხვადასხვა ტიპი: შემცირებული მენსტრუაცია ანუ ოლიგომენორეა – ამ დროს მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა 35 დღეზე მეტია; ხშირი მენსტრუაციები – პოლიმენორეა, როდესაც შუალედი 25 დღეზე ნაკლებია; არარეგულარული ციკლი – დისმენორეა; მენსტრუაციის არარსებობა – ამენორეა; მტკივნეული მენსტრუაცია – ალგოდისმენორეა; ჭარბი მენსტრუაცია – ფაქტობრივად სისხლდენა ანუ მენორაგია. მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზი შესაძლოა იყოს ავიტამინოზი, ხშირი დიეტა, ჰორმონული დარღვევა, ფსიქიკური ტრავმა, ინფექციური დაავადება, გინეკოლოგიური ჩარევა, ღვიძლის დაავადება, სიმსუქნე. არანაკლებ როლს ასრულებს გენეტიკური განწყობაც.
მენსტრუალური ციკლის ნებისმიერი დარღვევის დროს დროულად უნდა მიმართოთ გინეკოლოგს, რაც თავიდან აგაცილებთ მრავალ გართულებას.
შეგიძლიათ მოიყვანოთ პაციენტი ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც სპეციალისტი ანამნეზის შეკრებისა და ობიექტური შეფასების შემდეგ, დაუნიშნავს პაციენტს შესაბამის მკურნალობას.
უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარი ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მაინტერესებს მენსტრუალური ციკლის არევა გარდატეხის პერიოდში თუა სარისკო და საჭიროებს თუ არა ექიმის ჩარევას?
პასუხი: